არქეოლოგები ამბობენ, რომ აღმოაჩინეს მიწაში ჩამარხული უძველესი „ბილიკები მიცვალებულთათვის“

2
MEMENTO MORI 💀
✦ ირლანდია სავსეა ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაგებობებით, როგორებიც არიან საკათედრო ტაძრები და ციხესიმაგრეები, მაგრამ ზოგიერთი ნანგრევი, რომლებიც პრეისტორიული დროით თარიღდებიან, არ არის შესწავლილი, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ნალექის ფენებში არიან ჩამარხული.
Futurism-ის თანახმად, ლიდარის ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც ლაზერების მეშვეობით რელიეფის რუკას ქმნის, არქეოლოგებმა ჩამარხული სტრუქტურების აღმოჩენა შეძლეს.
ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს სტრუქტურების უძველესი ჯგუფი, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებოდა როგორც "მიცვალებულთა ბილიკები", დღევანდელ ქალაქ ბალტინგლასში, უიკლოუს ოლქში.
ეს ხუთი სტრუქტურა, რომელსაც კურსუსის მონუმენტები ეწოდება, თარიღდება ნეოლითის ხანის შუა წლებით - ძვ. წ. 8000-დან 2000 წლამდე - და იყო თხრილები, რომლებიც ლანდშაფტზე ვრცელდებოდა.
მათი სიგრძე მერყეობს 120-დან 180 მეტრამდე, მაგრამ ყველაზე გრძელი სტრუქტურა 400 მეტრია.
ამის შესახებ Live Science-ს კვლევის ავტორმა და არქეოლოგმა, ჯეიმს დრისკოლმა განუცხადა.
» „მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით თუ რა რიტუალები ტარდებოდა იქ, სტრუქტურების წყობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი გამოიყენებოდა როგორც გლოვის პროცესიის მარშრუტი, ან როგორც მიცვალებულთა სამოთხეში გადაყვანის საშუალება“, - თქვა ჯეიმსმა და მხედველობაში ჰქონდა მონუმენტების ორიენტაცია.
ირლანდიაში დაფუძნებულმა საჰაერო კვლევის კომპანიამ ასევე ჩაატარა ლიდარული სკანირება იმ ტერიტორიისა, რომელსაც დრისკოლი სწავლობდა ჯერ კიდევ 2022 წელს.
გარდა კურსუსის მონუმენტებისა, სკანირებამ მანამდე უცნობი სტრუქტურებიც გამოავლინა, როგორებიცაა ბრინჯაოს ხანის ნაქალაქარი და შუა საუკუნეების წრიული ციხესიმაგრეები.
» „რადგან ისინი შეიქმნა ნეოლითის დროს, როდესაც არ არსებობდა ლითონის სამუშაო იარაღები, სავარაუდოდ ხის ნიჩბებს იყენებდნენ“, - განუცხადა ჯეიმსმა Live Science-ს.
,,ეს გვიჩვენებს, თუ რამდენი რესურსი, დრო და ძალისხმევა დაიხარჯა მათი მშენებლობისთვის, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი დასახლებაა.”
2