ახლახან, ,,ნასამ’’ ლაზერული შეტყობინება მიიღო, რომელიც გადმოიცა 226 მილიონი კილომეტრიდან

3
ახალი საკომუნიკაციო სისტემა 💥
✦ როგორც მოგეხსენებათ, NASA-მ მისია "ფსაიქი" ასტეროიდ "ფსაიქის" შესასწავლად გაუშვა და თან მაკონტროლებელი ჯგუფი ახალ საკომუნიკაციო სისტემასაც ტესტავს.
IFLScience-ს თანახმად, კომუნიკაციის ახალი მეთოდის ფარგლებში გამოიყენება ინფრაწითელი ლაზერები და არა რადიოტალღები, პლუს ამას, უკვე გაირკვა, რომ მეთოდი საკმაოდ კარგად მუშაობს.
როდესაც "ნასამ" შეტყობინება მიიღო, "ფსაიქი" (Psyche) დედამიწიდან 226 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული, რაც ჩვენს პლანეტასა და მზეს შორის მანძილს 1.5-ჯერ აღემატება.
8 აპრილს ჩატარებულმა სატესტო ოპერაციამ აჩვენა, რომ ასეთი მანძილიდანაც კი მონაცემების ჩამოტვირთვა შესაძლებელია მაქსიმალური სიჩქარით - წამში 25 მეგაბაიტით, რაც ბევრად აღემატება მოსალოდნელ შედეგს - მინიმუმ 1 Mbps-ს და 10-100-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე რადიო გადაცემა.
წინა ტესტირებების დროს, კოსმოსური ხომალდი ბევრად უფრო ახლოს იყო ჩვენთან - მხოლოდ ათობით მილიონი კილომეტრის მოშორებით.
ჯგუფი კვლავ შეამოწმებს სისტემას ამ წლის (2024) ივნისში, როდესაც "ფსაიქი" მზესა და დედამიწას შორის არსებულ მანძილს 2.5-ჯერ გადაამეტებს.
ეს არის მაქსიმალური მანძილი მარსსა და დედამიწას შორის და თუ მეთოდი იმუშავებს, მარსსა და დედამიწას შორის მონაცემთა მიმოცვლის ქსელის შექმნა იქნება შესაძლებელი.
3