გლიობლასტომის დამარცხების ზღვარზე

5
ტვინის სიმსივნის ახალმა ვაქცინამ კლინიკურ კვლევებში წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა. 
✦ გლიობლასტომის - ტვინის კიბოს ყველაზე აგრესიული და მომაკვდინებელი ტიპი - ახლმა პერსონალიზირებულმა ვაქცინამ, კლინიკური კვლევების ფარგლებში, ოთხი ადამიანის სიცოცხლის დრო გაახანგრძლივა.
Sciencealert-ის თანახმად, ახალი პრეპარატი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ინფორმირებას, რათა მან აღმოაჩინოს და მაღალი სიზუსტით შეუტიოს სიმსივნის უჯრედებს.
ეს ასევე გვიჩვენებს, თუ სად შეიძლება გამოირთოს ან ჩაირთოს სიმსივნის თითოეული გენი.
ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყალობით, იმუნურ სისტემას შეუძლია სიმსივნის დაცვის სისტემის გადაპროგრამირება და უფრო წარმატებული, მიზნობრივი შეტევის დაწყება.
ბოლო კლინიკურ კვლევაში, მკურნალობისადმი რეზისტენტული (ანუ, დაავადება არ ექვემდებარება თერაპიებს) გლიობლასტომის მქონე ოთხმა პაციენტმა მიიღო ვაქცინის ორი ან ოთხი დოზა.
ამან გამოიწვია იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი და სწრაფი გააქტიურება.
ვაქცინის მიღებიდან მალევე, მკვლევრებმა პაციენტებში პროტეინების რაოდენობის სწრაფი ზრდა შენიშნეს.
ეს პროტეინები იმუნურ სისტემას ააქტიურებენ და სისხლის თეთრ უჯრედებს სიმსივნის ეპიცენტრისკენ იზიდავენ.
ამ პროცესისას გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდა, როგორებიცაა გულისრევა, დაბალი სიცხე და შემცივნება, თუმცა მეორე დღესვე ან მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაქრა.
ისტორიულად, პაციენტები, რომლებიც გლიობლასტომას მკურნალობენ ქიმიოთერაპიით, რადიოთერაპიითა და ქირურგიით, შეუძლიათ იცხოვრონ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ისე, რომ არ პროგრესირდეს დაავადება.
ახალი ვაქცინით კი, პაციენტების სიცოცხლე 6-დან 9-მდე გახანგრძლივდა.
როგორც წესი, მორეციდივე გლიობლასტომისას სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 5-დან 8 თვემდეა.
სიმსივნის ეს ახალი ვაქცინა დაფუძნებულია იმავე ტექნოლოგიაზე, როგორსაც ეფუძნება COVID-19-ის ვაქცინები, თუმცა რამდენიმე ძირითადი განსხვავებებით.
გლიობლასტომის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ის არის, რომ ის კარგად არის დაცული იმუნური სისტემისგან.
სიმსივნის მიკროგარემო (TME) არის იმუნოდეპრესიული, რაც ნიშნავს, რომ ის იწვევს იმუნური უჯრედების სიკვდილს, თუ შეტევას შეეცდებიან.
ახალი ვაქცინა ამ იმუნოდეპრესიულ მიკროგარემოს გადააპროგრამებს უშუალოდ სიმსივნის ნიმუშის გამოყენებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, მეცნიერებს შეუძლიათ, რომ პაციენტის იმუნურ უჯრედებს "ასწავლონ", თუ როგორ გადალახონ იმუნოდეპრესიული მიკროგარემო, რაც სიმსივნიდან ინფორმაციული რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა) აღებითა და მზა ვაქცინაში მოთავსებით ხერხდება.
მკვლევრების თანახმად, ვაქცინა აფრთხილებს იმუნურ სისტემას დამპყრობლის არსებობის შესახებ და ცვლის სიმსივნეს, რათა მასში შეღწევა და განადგურება გამარტივდეს.
Image: Monty Rakusen / Sciencealert
5