ეგვიპტის უძველესი მუმიები დაინფიცირებულია მალარიით, ჭიებითა და ტილებით

4
ძველი ეგვიპტის მაცხოვრებლები ინფიცირებული იყვნენ პარაზიტებით, რომელთაგან ბევრი იწვევდა ანემიას და სხვა საკმაოდ დამაზიანებელ პრობლემებს 🤔
✦ ეგვიპტური მუმიების წინა კვლევების ახალი მეტა ანალიზის თანახმად, IFLScience იტყობინება, რომ მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ინფიცირებული იყო სხვადასხვა ტიპის ჭიებით, 22 პროცენტი მალარიით, ხოლო 40 პროცენტი ტილებით.
მაგალითად, მეფეთა ხეობის 16 მუმიიდან ოთხი, რომლებიც ტესტირებულ იქნა Plasmodium falciparum-ზე - მიკრობი, რომელიც პასუხისმგებელია მალარიის მომაკვდინებელ ფორმაზე - დადებითი იყო.
ერთ-ერთი მათგანი იყო ტუტანხამონი, რომელიც დაინფიცირებული იყო ორი სხვადასხვა შტამით, თუმცა სავარაუდოდ გარდაიცვალა ეტლიდან გადმოვარდნის შედეგად და არა მალარიით.
კვლევის ავტორის პიერს მიტჩელის (კემბრიჯიდან) თანახმად, 221 ეგვიპტური მუმიიდან 49-ს მალარიაზე დადებითი პასუხი დაუდგინდა.
» „ამრიგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალარიას დიდი წვლილი მიუძღოდა ჩვილთა სიკვდილიანობაში, ასევე დამღუპველი ანემიის განვითარებაზე, ნილოსის გასწვრივ მდებარე ყველა ძველ პოპულაციაში", - წერს მიტჩელი.
მართლაც, მალარიით ინფიცირებული მუმიების 92 პროცენტის ძვლებზე აღინიშნება ფორები და ანემიის სხვა ნიშნები, რაც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითებით.
» „დაავადების ასეთ მიმდინარეობას სერიოზული შედეგები უნდა მოჰყოლოდა სამუშაო ძალის დიდი ნაწილის ფიზიკურ მხნეობაზე და პროდუქტიულობაზე“, - წერს მიტჩელი.
ძველ ეგვიპტურ მუმიებში აღმოჩენილ სხვა პარაზიტებს შორისაა გონების ამრევი პათოგენი ტოქსოპლაზმოზიც, რომელიც ასოცირდება შიზოფრენიასთან და, გასაკვირია, მაგრამ ავტოკატასტროფისას სიკვდილიანობის ზრდაშიც მიუძღვის წვლილი.
» ,,ვინაიდან, ადამიანი ტოქსოპლაზმოზით შეიძლება დაავადდეს კატებთან მჭიდრო კონტაქტისას, შესაძლებელია, რომ სწორედ ძველ ეგვიპტეში ეს დაავადება წარმოიშვა კატების, როგორც საკულტო ცხოველების როლის გამო, რომლებსაც ხშირად ძველად მუმიებად აქცევდნენ და რელიგიურ შესაწირავებად იყენებდნენ", - განმარტავს ავტორი.
მიტჩელი ასევე თვლის, რომ მუმიების დაახლოებით 10 პროცენტი დადებითია ვისცერალური ლეიშმანიოზის მიმართ.
მუცლის ჭიები, როგორიცაა თევზის სოლიტერი, აღმოაჩინეს ორ მუმიაში, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნილოსის არასაკმარისად მოხარშული თევზის მიღებით.
მამაკაცის მუმიას ტრიქინელოზიც (ჭიის ერთ-ერთი ტიპი) აღმოაჩნდა გულმკერდის კუნთებში, რაც დაკავშირებულია არასაკმარისად მოხარშულ ღორის ხორცთან, რაც იწვევს გულის პრობლემებს და თუ ის უშუალოდ გულში მოხვდა, შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგები.
მუმიების 65 პროცენტს ასევე აღმოაჩნდა შისტოსომოზი, პარაზიტული დაავადება.
მანჩესტერის მუზეუმში განთავსებულ ერთ მუმიას ჭიები ტვინშიც ჰქონდა და 218 მუმიიდან 40 პროცენტს ტილებიც აღმოაჩნდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნილოსი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ტროპიკული პარაზიტების ბუდე, ამან შეიძლება მოგვცეს ახსნა მსგავსი დაავადებების მასშტაბურ გავრცელებაზე.
IMAGE: GOVTECH.COM
4