ექსპერტმა მე-16 საუკუნის "ვამპირის" სახე აღადგინა

4
⚠️ გაფრთხილება: სტატიის შინაარსი შესაძლოა დრამატულად შემაწუხებელი იყოს ზოგიერთი მკითხველისთვის.
ქალს შესაძლოა, აგური კბენის პრევენციის მიზნით ჰქონოდა პირში მოთავსებული 🤐
✦ აღადგინეს მე-16 საუკუნის „ვამპირის“ სახე, რომელიც დამარხული იყო პირში მოთავსებული ქვის აგურით.
ქალის სხეული ჭირის მსხვერპლთა მასობრივ საფლავში აღმოაჩინეს.
ექსპერტების აზრით, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქალი, კბენისას შესაძლოა დაავადებას ავრცელებდა, რის გამოც საჭირო გახდა მისი ამ გზით შეჩერება.
IFLScience-ს თანახმად, ცხედარი 2006 წელს, ვენეციის ლაგუნაში (იტალია) აღმოაჩინეს, კუნძულ ლაზარეტო ნუოვოს სამარხის გათხრების დროს.
კუნძული ოდესღაც სანატორიუმად გამოიყენებოდა ჭირით დაავადებულთათვის, მაგრამ უმეტესობისთვის უკანასკნელი დასასვენებელი ადგილი გახდა - 1576 წელს, ჭირის მასობრივად გავრცელებას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა.
ევროპის ისტორიის ამ პერიოდში, ვამპირის ისტერია იყო, როდესაც სოფლების მაცხოვრებლებმა ზებუნებრივი ძალების ძებნა დაიწყეს, რათა კონტინენტზე არსებული მომაკვდინებელი დაავადება დაემარცხებინათ.
ვარაუდობენ, რომ ვამპირის თეორია სწორედ იტალიელი მესაფლავეების მიერ გავრცელდა, რომლებსაც რეგულარულად ჰქონდათ შეხება საზარელ, გახრწნილ გვამებთან, როდესაც ხსნიდნენ მასობრივ საფლავებს ახალი გვამების დასამარხად.
მესაფლავეებს ეს გვამები ხშირად გაბერილი ხვდებოდათ, მათი პირიდან და ცხვირიდან კი სითხეები გამოედინებოდა და ითვლებოდა, რომ დამარხულები ერთმანეთის სისხლს სვამდნენ (საფლავში ცხადია).
ზოგიერთ შემთხვევაში, სამოსი, რომელიც ფარავდა გვამების პირს, იშლებოდა და კიდევ ერთ სპეკულაციურ აზრს წარმოშობდა, რომ ვამპირები (დამარხულები) როგორღაც ძალას იკრებდნენ ამ ნაჭრების ჭამით.
2010 წელს, ამ ქალის გვამის გაანალიზებისას, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ აგური მის პირში განზრახ მოათავსეს მესაფლავეებმა, რომლებმაც შენიშნეს, რომ მან პირზე მოფარებული სამოსელი შეჭამა.
ამრიგად, ქვით პირის ამოქოლვა შესაძლოა მიზნად ისახავდა ჭირის გავრცელების რაღაცნაირად ჯადოსნურად თავიდან აცილებას.
ანუ, ქალს რომ არ ეკბინა სხვა მსხვერპლებისთვის, რადგან იგი ეჭვმიტანილი იყო სხვა გარდაცვლილების კბენაში, მესაფლავეებმა ქალს პირი ქვით ამოუქოლეს.
ძვლების შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ გარდაცვლილი ქალი 60 წელს გადაცილებული იყო და ძირითადად ბოსტნეულს და მარცვლეულს მიირთმევდა, რაც დაბალი სოციალური ფენის მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია არ გვაახლოებს იმის გაგებასთან, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი ვამპირად, შემდგომმა კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა მთელი ეს მოსაზრება და გვითხრა, რომ აგური შესაძლოა შემთხვევით აღმოჩნდა გვამის პირში.
ქალის სახის აღსადგენად, 3D დიზაინერმა და სასამართლო ექსპერტმა, ციცერო მორეესმა, ცხედრის ნარჩენებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სახის სრული მოდელი შექმნა.
ამის შემდეგ, მორეესმა შექმნა პოლისტიროლის ქაფისგან აგურის ასლი და ჩაატარა ექსპერიმენტების სერია იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა ობიექტი განზრახ მოეთავსებინათ ქალის პირში მისი გარდაცვალების შემდეგ.
შედეგებმა აჩვენეს, რომ პირში აგურის მოთავსება კბილების ან რბილი ქსოვილის დაზიანების გარეშე სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეს განზრახ გაკეთდა თუ არა.
4