ვულკანი ეტნა რგოლებს აფრქვევს

6
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი მორევის რგოლებს აფრქვევს 🌋🤔
✦ იტალიაში, სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ეტნა მსოფლიოში ყველაზე აქტიური სტრატოვულკანია და შაბათის მდგომარეობით (6 აპრილი), ეტნას მთაზე საინტერესო მოვლენები ფიქსირდება.
სიცილიის კუნძულიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოდის ვულკანიდან წყლის ორთქლისა და ვუკანური გაზების რგოლები.
IFLScience-ს თანახმად, ვულკანში ახალი კრატერი გაიხსნა და სწორედ მის გამო ხდება ამ რგოლების ფორმირება.
» „დედამიწაზე არც ერთი ვულკანი არ აწარმოებს ორთქლის ამდენ რგოლს. ეს უკვე დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ახლა ეტნამ ყველა წინა რეკორდი გააუმჯობესა“, - თქვა ბორის ბენკემ, კატანიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ვულკანოლოგმა Telegraph-თან.
რგოლების გამოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ეტნა ამოიფრქვევა.
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ვულკანოლოგის, ანა კასას რამოსის თქმით, ფენომენი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გამოწვეულია წყლის ორთქლით.
ორთქლი თავდაპირველად უხილავია, მაგრამ როდესაც ვულკანიდან ამოდის, ცივდება და იქცევა წყლის პაწაწინა წვეთებად, რომლებიც მოთეთროა.
ეს ხდება იმის გამო, რომ ცხელი ორთქლი ეჯახება ცივ ჰაერს, რაც იწვევს მის სწრაფ კონდენსირებას.
ასე რომ, რგოლები, რომლებსაც ვხედავთ, წარმოიქმნება სწრაფი კონდენსაციის გამო, რომელიც გამოწვეულია ტემპერატურის სხვაობებით.
ვიდეო ნახეთ ბმულზე.
6