კოსმოსური ავარიის შედეგად, შესაძლოა, მთვარეზე ნელამავალნი მოხვედრილიყვნენ

4
სულ რაღაც ხუთი წლის წინ, 2019 წლის 22 თებერვალს, უეკიპაჟო, მაგრამ უცნაური მგზავრების თანხლებით, კოსმოსური ზონდი მთვარის ორბიტაზე გავიდა 🚀🌕
✦ ხომალდს Beresheet-ი ეწოდა და SpaceIL-ისა და Israel Aerospace Industries-ის მიერ იყო შექმნილი.
იგი მზად იყო გამხდარიყო კერძო საკუთრებაში არსებული პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც რბილად დაეშვებოდა მთვარეზე, თუმცა ასე არ მოხდა.
ზონდის მგზავრები ნელამავლნი გახლდათ, რომლებიც ცნობილი არიან მათი გადარჩენის უნარით კლიმატის ყველაზე მკაცრ პირობებშიც კი.
მისიას თავიდანვე შეექმნა პრობლემები კამერების გაუმართაობის გამო, რომლებიც კოსმოსური ხომალდის ორიენტაციის დასადგენად და ძრავების სამიზნის შესაბამისად გასაკონტროლებლად გამოიყენება.
ამ საკითხზე მოკლედ რომ გითხრათ, ზონდის გაუმართაობა გამოწვეული იყო მცირე ბიუჯეტის გამო, რომელიც მოითხოვდა ხომალდის დიზაინის გამარტივებას.
ხოლო, კოსმოსს ბიუჯეტის დაზოგვა არ უყვარს.
მთვარისკენ მიმავალ გზაზე, ხომალდი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და რბილი დაშვებისთვის მისი საგრძნობლად შენელება იყო საჭირო.
სამწუხაროდ, დამუხრუჭების მანევრის დროს, გიროსკოპი მწყობრიდან გამოვიდა და დაბლოკა მთავარი ძრავა.
150 მეტრ სიმაღლეზე, ხომალდი კვლავ მოძრაობდა 500 კმ/სთ სიჩქარით, რაც ძალიან დიდი სიჩქარე იყო დროულად შენელებისთვის.
შეჯახება ძლიერი იყო - ზონდი დაიშალა და მისი ნაწილები დაახლოებით ასი მეტრის მანძილზე გაიფანტა.
ჩვენ ეს ყოველივე იმიტომ მოგვეხსენება, რომ შეჯახების ლოკაცია გადაიღო მთვარის ორბიტერმა ("ნასას" ორბიტერმა), 22 აპრილს.
ამ ფოტოებს თანდართულ გამოსახულებაზე ხედავთ.
• მაშ, რა დაემართა ნელამავლებს, რომლებიც ზონდზე იყვნენ?
თუ გავითვალისწინებთ გადარჩნის გასაოცარ უნარს, რომელსაც ისინი ფლობენ, შეეძლოთ მთვარეზეც გადარჩენილიყვნენ?
ან უარესი, შეძლებენ ისინი გამრავლებას და ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის კოლონიზებას?
ნელამავალნი მიკროსკოპული არსებები (ცხოველები) გახლავთ, რომელთა სიგრძე მილიმეტრზე ნაკლებია.
ყველა მათგანს აქვს ნეირონები, პირის ღრუ, ნაწლავები, რომლებიც შეიცავენ მიკრობიოტას, ოთხი წყვილი ფეხი კლანჭებით და უმეტესობას ორი თვალიც აქვს.
რაც არ უნდა პატარები იყვნენ, მათი საერთო წინაპარი ფეხსახსრიანებიდანაა, როგორებიც არიან მწერები და არაქნიდები.
აქტიური წესით ცხოვრებისთვის, ნელმავალნი უნდა იყვნენ გარშემორტყმული წყლის ფირით.
ისინი მრავლდებიან სქესობრივად ან ასექსუალურად პართენოგენეზის (გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედისგან) ან თუნდაც ჰერმაფროდიტიზმის გზით, როდესაც ინდივიდის (რომელსაც აქვს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი გამეტები) თვითგანაყოფიერება ხდება.
კვერცხის გამოჩეკვის შემდეგ, ნელამავლების აქტიური სიცოცხლე გრძელდება 3-დან 30 თვემდე.
სულ აღწერილია მათი 1265 სახეობა.
დეჰიდრატაციის დროს, ნელამავლების სხეული შეიძლება შემცირდეს მისი ნორმალური ზომის ნახევარამდე.
ფეხები ქრებიან და მხოლოდ კლანჭები რჩება.
ეს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც კრიპტობიოზი, გრძელდება მანამ, სანამ აქტიური ცხოვრების პირობები კვლავ არ გახდება ხელმისაწვდომი.
ნელამავლების სახეობიდან გამომდინარე, ინდივიდებს სჭირდებათ მეტი ან ნაკლები დრო დეჰიდრატაციისთვის და ერთი და იმავე სახეობის ყველა არსება ვერ ახერხებს აქტიური ცხოვრების წესის დაბრუნებას.
დეჰიდრატირებული მოზრდილები ცოცხლობენ რამდენიმე წუთის განმავლობაში -272°C-დან 150°C-მდე ტემპერატურაში და შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გამა სხივების მაღალი დოზების (1000 ან 4400 Gy) გავლენის ქვეშ.
შედარებისთვის: 10 Gy დოზა ადამიანისთვის სასიკვდილოა, ხოლო 40-50 000 Gy-მდე დოზა ასტერილებს ყველა სახის მასალას.
თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა დოზას, რადიაცია კლავს ნელამავლების კვერცხებს.
• მაშ, რა დაემართათ ნელამავლებს მთვარეზე შეჯახების შემდეგ? კვლავ რჩება თუ არა რომელიმე მათგანი სიცოცხლისუნარიანი მაშინ, როდესაც ეფლობიან მთვარის რეგოლითში?
პირველ რიგში, ისინი უნდა გადაურჩნენ შეჯახებას.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Hypsibius dujardini-ს სახეობის გაყინული ნიმუშები, რომლებიც ვაკუუმში გადაადგილდებოდნენ საათში 3000 კმ სიჩქარით, სასიკვდილოდ დაზიანდნენ შეჯახებისას.
მთვარის ზედაპირი დაცული არ არის მზის ნაწილაკებისა და კოსმოსური რადიაციისგან, განსაკუთრებით გამა სხივებისგან, მაგრამ ნელამავლები მაინც მოახერხებდნენ გადარჩენას.
მაგრამ, მაშინ ჩნდება კითხვა მთვარეზე "სიცოცხლის" არსებობის შესახებ.
ნელამავლებს მოუწევდათ წყლის ნაკლებობასთან გამკლავება, ასევე -170-დან -190°C-მდე ტემპერატურის ატანა მთვარის ღამისად, ხოლო დღისით 100-დან 120°C-მდე.
მთვარის დღე ან ღამე დიდხანს გრძელდება, დედამიწის 15 დღეზე ცოტა ნაკლები.
თავად ზონდი არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ ექსტრემალურ პირობებში ყოფილიყო და რომც არ ჩამოვარდნილიყო, ის ფუნქციონირებას რამდენიმე დღის შემდეგ შეწყვეტდა.
სამწუხაროდ, ნელამავლები ვერ უმკლავდებიან თხევადი წყლის, ჟანგბადისა და მიკროწყალმცენარეების ნაკლებობას - ისინი ვერასოდეს შეძლებენ ხელახლა გააქტიურებას, მით უმეტეს, გამრავლებას.
ამრიგად, მთვარის ნელამავლებით კოლონიზება შეუძლებელია.
თუმცა, არააქტიური ნელამავლები მთვარეზე არიან და მათი არსებობა ეთიკურ კითხვებს ბადებს, ამბობს მეთიუ სილკი, ედინბურგის უნივერსიტეტის ეკოლოგი.
უფრო მეტიც, იმ დროს, როდესაც კოსმოსური კვლევა ყველა მიმართულებით სწრაფად მიიწევს, სხვა ციური სხეულების დაბინძურება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესაძლებლობას.
მომზადებულია Sciencealert-ზე დაყრდნობით.
4