მარსზე, ,,ინკების ქალაქში’’ ასობით შავი ,,ობობა’’ შეინიშნა

2
ყოველ გაზაფხულზე მარსზე შავი "ობობები" ჩნდებიან, როდესაც ჩამარხული ნახშირორჟანგის ყინული ათავისუფლებს მტვრიანი გაზის გეიზერებს ♨️
✦ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ფენომენმა ფორმირება "ინკების ქალაქში" დაიწყო.
Live Science-ს თანახმად, მუქი ფერის წარმონაქმნები დაფიქსირდა ფორმირებაში, რომელიც ცნობილია როგორც "ინკების ქალაქი", მარსის სამხრეთ პოლარულ რეგიონში.
ეს წარმონაქმნები რეალურად აირის არხებია, რომელთა დიამეტრიც 45 მეტრიდან 1 კილომეტრამდეა.
ისინი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც, მარსის გაზაფხულზე, სამხრეთ ნახევარსფერო თბება, რაც იწვევს ნახშირორჟანგის ყინულის ფენების დნობას.
სითბო იწვევს ყინულის ქვედა ფენების აირად გადაქცევას.
როდესაც აირი ყინულის ფენებიდან ზემოთკენ ამოიტყორცნება, თან ამოაქვს მუქი შეფერილობის მტვერი.
შემდეგ, ეს მტვერი იფრქვევა და ყინულის ყველაზე ზემოთ არსებულ ფენაზე მიმოიფანტება, რაც ქმნის ობობების მსგავს ფორმას.
ESA-ს ცნობით, ზოგიერთ ადგილას გეიზერები 1 მ-მდე სისქის ყინულიდანაც კი იფრქვევა.
"ინკების ქალაქი" ასევე ცნობილია, როგორც Angustus Labyrinth-ი.
ეს სახელი მისი ხაზოვანი, ნანგრევების მსგავსი რელიეფის გამო შეერქვა.
2