მეცნიერების ახალი შედეგი: ძროხა, რომელიც რძეში ადამიანის ინსულინისთვის საჭირო ცილებს წარმოქმნის

5
ასეთი ძროხების ჯოგმა შესაძლოა ერთი საერთო პრობლემა გადაგვიჭრას 🐄🤔
✦ გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ძროხამ, რძეში ადამიანის ინსულინისთვის საჭირო ცილები წარმოქმნა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი ძროხების ჯოგი ინსულინის მომარაგების მსოფლიო პრობლემას გადაჭრის.
Sciencealert-ის თანახმად, პირველი შემთხვევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პრობლემის გადაჭრასთან არც ისე ახლოს ვართ, თუმცა მკვლევრები თვლიან, რომ ამ მეთოდს შეუძლია ინსულინის წარმოების ამჟამინდელი მეთოდები ჩაანაცვლოს (იგულისხმება საფუარითა და ბაქტერიებით ინსულინის წარმოება).
ინსულინი და მისი როლი დიაბეტისას პირველად 1921 წელს აღმოაჩინეს და, მრავალი წლის განმავლობაში, დიაბეტით დაავადებულებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის პანკრეასისგან მიღებული ინსულინით მკურნალობდნენ.
მაგრამ, 1978 წელს, ადამიანის ინსულინი წარმოებულ იქნა გენმოდიფიცირებული ბაქტერიის (E. coli-ს) ცილების გამოყენებით, რაც დღეს სამედიცინო ინსულინის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
[ინსულინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს]
მკვლევართა ჯგუფმა, ადამიანის დნმ-ის სპეციფიკური სეგმენტი, რომელიც კოდირებს პროინსულინს (ცილა, რომელიც გარდაიქმნება ინსულინად) ძროხის 10 ემბრიონის უჯრედულ ბირთვებში მოათავსა, რომლებიც შემდეგ ჩვეულებრივი ძროხის საშვილოსნოში შეიყვანეს.
ამ გენმოდიფიცირებული ემბრიონებიდან მხოლოდ ერთმა გამოიწვია ორსულობა და შედეგად ბუნებრივად გაჩნდა ტრანსგენური ხბო.
[ტრანსგენური - გენეტიკური მასალა, რომელიც ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცემა ბუნებრივი გზით ან გენური ინჟინერიის მეშვეობით]
საბოლოოდ, მეცნიერებმა ძროხას რძე ჰორმონალური ინდუქციის გზით გამოამუშავებინეს, თუმცა არ აწარმოებდა იმდენივე რძეს, რამდენსაც ორსულობის დროს.
თვის განმავლობაში მიღებული რძე გამოკვლეულ იქნა და შემოწმდა შეიცავდა თუ არა კონკრეტულ ცილებს.
რძის სპექტრომეტრიამ აჩვენა C-პეპტიდის არსებობა, რაც ვარაუდობს, რომ ძროხის რძეში შემავალ ფერმენტებს შეუძლიათ ადამიანის პროინსულინის ინსულინად გარდაქმნა.
2014 წელს, მსგავსი გენეტიკური მოდიფიკაცია მიღწეულ იქნა თაგვებშიც და მათი 1 ლიტრი რძე შეიცავდა 8.1 გრამამდე ადამიანის პროინსულინს.
ინსულინის ტიპიური ერთეული გახლავთ 0.0347 მილიგრამი, ამრიგად, როგორც კვლევის ხელმძღვანელი და მეცნიერი მეთ უილერი ვარაუდობს, თუ თითოეულ ძროხას შეუძლია 1 გრამი ინსულინის გამომუშავება ლიტრ რძეზე, ეს შეადგენს 28.818 ერთეულ ინსულინს.
» „მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დასჭირდება სპეციალიზებული საცხოვრებლები მათი ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონით, თუმცა ეს არ არის უჩვეულო რამ დღევანდელ დროში რძის მრეწველობისთვის“, - ამბობს მეთი.
» „მე ვხედავდი მომავალს, რომელშიც 100 ძროხისგან შემდგარ ჯოგს შეეძლო მთელი ქვეყნისთვის საჭირო ინსულინის წარმოება.
ხოლო უფრო დიდი ჯოგების შემთხვევაში, ინსულინის მარაგის მიწოდება მთელი მსოფლიოსთვის იქნება შესაძლებელი."
5