რატომ უნდა ვისწავლო მასწავლებელთან თეორია.

6
ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს, გარკვეული ნაწილის თქმით, მართვის უფლების თეორიას თქვენითაც ისწავლით და ამის მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავთ და მასწავლებელთან კურსის გავლა ტყუილად დროის და ფინანსების ხარჯვაა. ამ სტატიით ვეცდები სწორად დაგანახოთ მასწავლებლის როლი ამ საქმიანობაში.
 საგზაო წესები მოიცავს საგზაო კულტურასაც და იყო მძღოლი ნიშნავს ზრუნავდე სხვის და შენს უსაფრთხოებაზე.
 დიახ, ბევრი მაგალითია იმ ადამიანების, რომლებმაც თავად ისწავლეს საკითები და წარმატებით ჩააბარეს კიდეც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი არ გჭირდებათ.


მართვის უფლების ასაღებად 3 ეტაპია გასავლელი.
1. თეორიული გამოცდა
2. პრაქტიკული გამოცდა(მოედანი)
3. პრაქტიკული გამოცდა(ქალაქი)

 ქალაქის გამოცდის წარმატებით ჩაბარების გარანტორი, არამხოლოდ მანქანის დაუფლებაა, არამედ წესების გააზრება და საგზაო კულტურის შემეცნებაა, რომელშიც მეგზურობა მასწავლებელმა უნდა გაგიწიოთ და გასწავლოთ რა შემთხვევაში როგორ მოიქცეთ, სად რისი უფლება გაქვთ ან არ გაქვთ და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს პასუხს კითვაზე ,,რატომ"; ,,რის საფუძველზე".

 როდესაც იწყებთ თეორიის შესწავლას მასწავლებელთან, მასწავლებელმა ყველაფერი უნდა აგიხსნათ დეტალურად, რატომ არის სწორი ან, პირიქით, რატომ არის არასწორი, რათა თქვენ შეგეძლოთ პასუხის გაცემა აზროვნებით, ანალიზით და არა დაზეპირებით, რაც შედგომ ქალაქში უსაფრთხო მანევრის საფუძველია.

ქალაქში შეფერხებული მოძრაობა, ავტო-საგზაო შემთხვევა, ხშირად არამხოლოდ უყურადღებობის- არამედ უცოდინრობის გამო ხდება. რის საფუძველზე ვამბობთ ამას ?

 ბუნებრივია, უყურადღებობაც იწვევს ამ ყველაფერს, თუმცა როცა რაღაც არ ვიცით ან ჩვენი ცოდნის არ გვჯერა, მით უფრო მეტად გაფაციცებულნი ვართ, თუმცა სამწუხაროდ მაინც არ გვაქვს სწორი მანევრი, რატომ ? იმიტომ რომ არ შეგვძილია განვსაზღვროთ სისწორე და მცდარობა, ამ დროს, ხშირად სხვათა მანევრის დაყრდნობით ვმოძრაობთ და არა გააზრებულად, აქვე აღვნიშნოთ, რომ უცოდინრობას ხშირად ახლავს თან არასათანადო ყურადღება, რადგან არ ვიცით რას, როდის მივაქციოთ ყურადღება.
 ამავდროულად, ყველასთვის ცნობილ და მარტივ საკითხს შევეხოთ, ჩვენ ვიცით, რომ მანქანაში  უსაფრთხოების ღვედის გაკეთება აუცილებელია, ვიცით რომ მობილური კომუნიკაციით სარგებლობა არ შეიძლება, თუმცა არ ვიცით ხშირად, რატომ არის ეს აკრძალული, ეს საკითხიც მასწავლებლის კომპეტენციაა, აგიხსნათ მან თუ რის გამო აიკრძალა და რის გამო არის გარკვეული რაღაცები სავალდებულო. ნიშანთა სწორი აღქმა, ზოლებში მოძრაობის წესები, ნიშანთა მოქმედება, შუქნიშანთა სიგნალები- ნუთუ, გგონიათ, რომ ამ ყველაფერს საფუძვლიანი ახსნის და გააზრების გარეშე სწორად გამოიყენებთ ?!
 ამავდროულად, მოგეხსენებათ, რომ თავდაჯერებულობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ საქმიანობაში და თუ თქვენ არ გექნებათ იმის დასტური კომპეტენტური პირისგან, რომ სწორად აკეთებთ, სწორად ხვდებით, როგორ ჰპოვებთ თავდაჯერებას ?!
 გიზიარებთ ციტატას მასწავლებლების შესახებ :
,,მასწავლებელი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რთული საქმეები გააადვილოს." - რალფ უოლდო ემერსონი
,,მასწავლებლებს სიტყვა მიეცათ არა საკუთარი აზრების დასამშვიდებლად, არამედ სხვისი აზრების გასაღვიძებლად." - ვასილ კლიუჩევსკი
ვისაც სწავლა გსურთ, შეგიძლიათ მოგვწეროთ :
ასევე მოგვწერეთ, კონკრეტულად რის შესახებ გსურთ სტატია( ამ თემატიკის მიხედვით)
https://www.facebook.com/drivingTeory
6