სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კარლ სეიგანმა მარსის პირველი ადამიანებისთვის შეტყობინება ჩაწერა

5
შეტყობინება წითელი პლანეტის ზედაპირზეა 🚀
✦ გენიალურმა ასტრონომმა და სამეცნიერო კომუნიკატორმა, კარლ სეიგანმა ერთხელ შეტყობინება ჩაწერა მომავალი ასტრონავტებისთვის, რომლებიც პლანეტა მარსზე ფეხს დადგამენ.
სეიგანი წითელი პლანეტის შესწავლის დიდი მომხრე იყო.
მას სჯეროდა, რომ ადამიანები უნდა წასულიყვნენ ამ პლანეტაზე, რათა შეგვესწავლა ის, როგორც ჩვენი პლანეტის ანალოგი, რათა სიცოცხლის პოტენციური ნიშნები მოგვეძებნა და, უბრალოდ, მარსის მიმართ არსებული ცნობისმოყვარეობა დაგვეკმაყოფილებინა.
IFLScience-ს თანახმად, 1996 წლის 20 დეკემბერს, პნევმონიით სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სეიგანმა მომავალი მარსელებისთვის შეტყობინება ჩაწერა:
» ,,გამარჯობა, მე კარლ სეიგანი ვარ.
ითაკა, ნიუ-იორკში, კორნელის უნივერსიტეტთან ახლოს, არის ადგილი, სადაც ხშირად ვმუშაობ.
შესაძლოა, 60 მეტრიანი ჩანჩქერის ფონური ხმაც კი გესმოდეთ [ამ ჩანაწერიდან] ზუსტად თქვენ გვერდით, რაც ალბათ, ვფიქრობ, იშვიათობაა მარსზე, თუნდაც მაღალტექნოლოგიურ დროში“, - ამბობს სეიგანი ჩანაწერში.
» ,,მეცნიერებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ, გასული საუკუნის განმავლობაში, თავიანთი როლი ითამაშეს, განსაკუთრებით მარსის შემთხვევაში.
მეცნიერები აკეთებენ აღმოჩენებს, ისინი შთააგონებენ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებს, რომ დაწერონ მარსზე, და ბევრი ახალგაზრდაც კითხულობს სამეცნიერო ფანტასტიკას და აღფრთოვანებულია, ამავდროულად, შთაგონებული, რომ გახდნენ მეცნიერები, რათა წითელი პლანეტის შესახებ მეტი გაიგონ, რაც შემდეგ კიდევ ახალ თაობებს შთააგონებს.
და, ამ თანმიმდევრობამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მარსზე მოხვედრის ჩვენს ამჟამინდელ შესაძლებლობაში.
ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რობერტ გოდარდის [ამერიკელი ფიზიკოსი] ცხოვრებაში, რომელმაც, ვფიქრობ, სხვაზე მეტად, გზა გაუხსნა მარსზე მოხვედრის ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს.
და ამან, რა თქმა უნდა, წვლილი შეიტანა ჩემს, როგორც მეცნიერის განვითარებაშიც“.
» ,,არ ვიცი, თუ რატომ ხართ მარსზე.
შესაძლოა, იქ იმიტომ ხართ, რომ მივხვდით პატარა ასტეროიდების ფრთხილად გადაადგილების საჭიროებას, რათა თავიდან ავიცილოთ დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობა და სანამ ჩვენ დედამიწის სიახლოვეს ვართ, ეს მხოლოდ ნახტომია მარსზე."
» „ან, იქნებ მარსზე იმიტომ ვართ, რომ ვაცნობიერებთ, რომ თუ ადამიანთა საზოგადოებები ბევრ პლანეტაზე არსებობს, ჩვენი გადაშენების შანსი ერთ პლანეტაზე რაიმე კატასტროფის გამო, გაცილებით მცირეა.
ან, იქნებ მარსზე ვართ იმ მეცნიერების გამო, რომელიც იქ შეიძლება ჩატარდეს, ჩვენს დროში საოცრებათა სამყაროს კარიბჭე იხსნება.
ან, იქნებ მარსზე იმიტომ ვართ, რომ სწორედ იქ უნდა ვიყოთ, რადგან ევოლუციური პროცესის შედეგად, ჩვენში ღრმად არის ჩაფლული მომთაბარეობის იმპულსი.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მონადირე-შემგროვებლებისგან მოვდივართ და დედამიწაზე ჩვენი დროის 99.9 პროცენტი მოხეტიალეები ვიყავით.
და შემდეგი ადგილი, სადაც შესაძლებელია წასვლა, არის მარსი. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს მარსზე თქვენი ყოფნის მიზეზი, მიხარია, რომ იქ ხართ და ვისურვებდი, რომ მეც თქვენთან ერთად ვიყო."
ჩანაწერი, პლანეტარული საზოგადოების წყალობით, რომელიც კარლმა დააარსა, წითელ პლანეტაზე გაიგზავნა და 2008 წლის 25 მაისს ჩავიდა, NASA-ს "ფენიქსის" მოდულით.
ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ ბმულზე.
5