შავ ხვრელში ხომ არ ვცხოვრობთ?

5
ზოგიერთი ასტროფიზიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენი სამყარო თავის წარმოშობას შავ ხვრელს უნდა უმადლოდეს, რომელშიც შესაძლოა დღეს ვცხოვრობდეთ 🤔
მოდით, ჩავშალოთ ეს თემა და NatGeo-ს სტატიაც მოვიშველიოთ.
✦ პირველ რიგში, მოდით დრო უკან დავაბრუნოთ.
სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ, სანამ დედამიწა ჩამოყალიბდებოდა, სანამ მზე გაანათებდა, სანამ გალაქტიკები გაჩნდებოდნენ და სანამ შუქი მოეფინებოდა, იყო რაღაც, რასაც "დიდი აფეთქებით" ვხსნით და ეს მოხდა 13.8 მილიარდი წლის წინ.
აქვე, "დიდი აფეთქება" მხოლოდ თეორიაა, ვერსიაა და არ არის ის, რითიც მეცნიერება ჩვენს წარმოშობას ამტკიცებს.
"დიდი აფეთქება" დიდი კითხვის ნიშანია.

• რა მოხდა მანამდე, ანუ, "დიდ აფეთქებამდე"?

ბევრი ფიზიკოსი ამბობს, რომ მანამდე არაფერი მომხდარა.
და დრომ ათვლა "დიდი აფეთქების" მომენტში დაიწყო.
ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, როგორი იყო რეალობა "დიდ აფეთქებამდე", რისგან წარმოიქმნა და რატომ აფეთქდა რაღაც, რამაც ჩვენი სამყაროს შექმნა გამოიწვია.
ასეთი მოსაზრებები ადამიანური გაგების მიღმაა, ჯერჯერობით მაინც.
ზოგიერთი მეცნიერი არ ეთანხმება ამ ყოველივეს და ამბობენ, რომ "დიდი აფეთქების" წინა წუთებში ახალშობილი სამყაროს მთელი მასა და ენერგია შეკუმშული იყო წარმოუდგენლად მკვრივ, მაგრამ სასრულ ნაწილაკად.
მოდით, ამ ნაწილაკს ახალი სამყაროს თესლი ვუწოდოთ.
ითვლება, რომ ეს თესლი იყო წარმოუდგენლად პაწაწინა, შესაძლოა ტრილიონჯერ უფრო მცირე, ვიდრე ნებისმიერი ნაწილაკი, რომელზე დაკვირვებაც ადამიანს შეუძლია.
და მაინც, თეორიის თანახმად, იგი იყო ნაწილაკი, რომელმაც გამოიწვია ყველა სხვა ნაწილაკის წარმოქმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყველა გალაქტიკაზე, მზის სისტემაზე, პლანეტაზე, ადამიანზე და სხვა არსებებზე.
მაშ, როგორ იქმნება ასეთი თესლი?
ერთი მოსაზრება, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა, განსაკუთრებით დოქტორ ნიკოდემ პოპლავსკის მიერ ნიუ-ჰევენის უნივერსიტეტიდან, არის ის, რომ ჩვენი სამყაროს თესლი შედუღდა (ჩვენამდე არსებული) უკანასკნელი სამყაროს ღუმელში, ანუ შავ ხვრელში - სამყაროში ყველაზე ექსტრემალურ პირობებში.

• მულტისამყარო.

სანამ უფრო შორს წავალთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ბევრი თეორეტიკოსი ფიზიკოსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის.
ამის ნაცვლად, შეიძლება ვიყოთ მულტისამყაროს ნაწილი, ანუ მრავალი სამყაროს ნაწილი, ცალკეული სამყაროების დიდი რაოდენობა და თითოეულს თავისი ციური მნათობი (სფერო, ბურთი) ჰქონდეს ღამის ცაზე.
თუნდაც ერთი სამყარო მეორესთან იყოს დაკავშირებული, მაინც კამათის წყაროა.
ეს ყველაფერი ძალიან სპეკულაციური და სრულიად დაუმტკიცებელია ამ ეტაპზე.
მაგრამ, არსებობს ერთი მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მოსაზრება:
სამყაროს თესლი ჰგავს მცენარის თესლს: ეს არის მჭიდროდ შეკუმშული საჭირო მასალის ნაგლეჯი, რომელიც დამალულია დამცავი გარსის შიგნით.
ეს ზუსტად აღწერს შავი ხვრელის შიგნით მიმდინარე ამბებს.
შავი ხვრელები გიგანტური ვარსკვლავების გვამებია.
როდესაც ასეთ ვარსკვლავს საწვავი ამოეწურება, მისი ბირთვი შიგნით ჩაიშლება.
გრავიტაცია უფრო ძლიერდება. ტემპერატურა 100 მილიარდ გრადუსს აღწევს. ატომები უკიდურესად იშლებიან. ელექტრონები დანაწევრებული არიან და ისინი კიდევ უფრო იშლებიან.
უზარმაზარი შავი ხვრელები, მზეზე მილიონჯერ უფრო მასიურები, აღმოჩენილია თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრში, მათ შორის ჩვენს ირმის ნახტომში.

• უძირო კითხვები.

თუ აინშტაინის თეორიებს გამოიყენებთ იმის დასადგენად, თუ რა ხდება შავი ხვრელის ფსკერზე, მიიღებთ უსასრულოდ მკვრივ და უსასრულოდ მცირე ლაქას: ჰიპოთეტურ კონცეფციას, რომელსაც სინგულარობა ეწოდება.
მაგრამ, უსასრულობა ჩვეულებრივ არ გვხვდება ბუნებაში.
აინშტაინის თეორიებს, რომლებიც წარმოადგენენ შესანიშნავ გამოთვლებს კოსმოსის უმეტესი ნაწილისთვის, აზრი ეკარგება მაშინ, როდესაც საქმე ეხება შავი ხვრელის შიგნით ან ჩვენი სამყაროს გაჩენისას არსებულ უზარმაზარ ძალებს.
ფიზიკოსები, როგორიცაა დოქტორი პოპლავსკი, ამბობენ, რომ მატერია შავ ხვრელში რეალურად ისეთ წერტილს აღწევს, როდესაც მისი შეკუმშვა უკვე აღარ შეიძლება.
ეს თესლი კი შეიძლება წარმოუდგენლად პაწაწინა იყოს და იწონიდეს მილიარდი მზის წონის ექვივალენტს.
დოქტორ პოპლავსკის თქმით, გამკვრივების პროცესი წყდება შავი ხვრელების ბრუნვის გამო.
ისინი ბრუნავენ ძალიან სწრაფად, შესაძლოა სინათლის სიჩქარესთან ახლოსაც კი იყოს მათი ბრუნვის ტემპი.
და ეს ბრუნვა ამ გატკეპნილ/შეკუმშულ თესლს გრეხს.
ანუ, თესლი მხოლოდ პატარა და მძიმე კი არა, უკიდურესად შეკუმშული და დაგრეხილიცაა.
და, ერთ მშვენიერ დღეს, ეს თესლი შეიძლება მოწყდეს და მოხდეს ის, რასაც "დიდი აფეთქება" ეწოდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელია, რომ შავი ხვრელი იყოს "ცალმხრივი კარი" ორ სამყაროს შორის. - ამბობს დოქტორი პოპლავსკი.
ეს ნიშნავს, რომ თუ ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავ ხვრელში მოხვდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ (ან თქვენგან დარჩენილი ნაწილაკები) სხვა სამყაროში აღმოჩნდეთ.
პოპლავსკის თქმით, ეს სხვა სამყარო ჩვენს სამყაროში არ არის.
ხვრელი მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლია, როგორც საერთო ფესვი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ვერხვის ორ ხეს.
ხოლო, ყველა ჩვენგანი და ყველაფერი, რაც ჩვენს სამყაროშია, შესაძლოა სხვა, ძველი სამყაროს პროდუქტია.
თესლს, რომელიც ამ დედა სამყარომ - ანუ რისი პროდუქტიც ვართ - შავ ხვრელში შეადუღა, შესაძლოა დიდი ნახტომი ჰქონოდა 13.8 მილიარდი წლის წინ.
5