შეიძლება სამყარო სავსე იყოს ნაწილაკებით, რომლებსაც სინათლეზე სწრაფად გადაადგილება შეუძლიათ

3
ფიზიკოსები ვარაუდობენ, რომ სამყარო სავსეა ნაწილაკებით, რომლებსაც სინათლეზე სწრაფად გადაადგილება შეუძლიათ
ეს შეიძლება იყოს ის, რაც ბნელ მატერიას ქმნის 🤔
✦ ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ სამყარო სავსეა ნაწილაკებით, რომლებსაც შეუძლიათ სინათლეზე უფრო სწრაფად იმოგზაურონ, იტყობინება LiveScience-ი.
ეს ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც ტაქიონები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურად არსებობდნენ, მაგრამ არც მთლად სამეცნიერო ფანტასტიკა გახლავთ.
კვლევაში, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება განხილვას, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბნელი მატერია შეიძლება შედგებოდეს ტაქიონებისგან - ჰიპოთეტური ნაწილაკებისგან, რომლებიც სინათლეზე უფრო სწრაფად მოძრაობენ.
ბნელი მატერია სამყაროს იდუმალი მატერიაა, რომელიც არ ასხივებს სინათლეს ან ენერგიას, მაგრამ ვიცით, რომ ის არსებობს, რადგან იგი გრავიტაციულად ზემოქმედებს ხილულ მატერიაზე, როგორებიც არიან ვარსკვლავები და გალაქტიკები.
Futurism-ის თანახმად, მკვლევრების აზრით, ტაქიონით სავსე კოსმოსი კარგად ხსნის სამყაროს მიმდინარე გაფართოებას.
სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში, სამყაროს გაფართოების ასახსნელად გვაქვს ე.წ. ბნელი ენერგია.
ითვლება, რომ ბნელი ენერგია თავად ბნელ მატერიასაც კი აბნელებს.
ბნელი მატერიის გარეშე, სამყაროს მთელი მასის გრავიტაცია საბოლოოდ შეანელებდა გაფართოების (სამყაროს) პროცესს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ასეთი სცენარისას, ტაქიონებისგან შემდგარი ბნელი მატერია ჯერ შეანელებს სამყაროს გაფართოებას, შემდეგ კი გამოიწვევს მის აჩქარებას - რასაც ახლა ვხედავთ.
მკვლევრებმა შეისწავლეს Ia ტიპის სუპერნოვა, რათა შეეგროვებინათ თავიანთი მოსაზრების მტკიცებულებები.
Ia ტიპი გახლავთ სუპერნოვას განსაკუთრებული სახეობაა, რადგან ამ დროს მომაკვდავი ვარსკვლავი იშლება და შემდეგ ფეთქდება.
ეს სუპერნოვები მუდმივი სიკაშკაშით გამოირჩევიან, რაც ასტრონომებს ეხმარება კოსმოსში მანძილების გამოთვლაში.
სწორედ ამ ტიპის სუპერნოვებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომ სამყაროს გაფართოება რეალურად ჩქარდება.
როდესაც მკვლევრებმა ტაქიონების თეორია ამ სუპერნოვების მონაცემებს შეადარეს, აღმოაჩინეს ბევრი დამთხვევა, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შედარება მათი საერთო მოდელის მხოლოდ მცირე ნაწილია.
თეორიის საბოლოოდ დასადასტურებლად მეტი კვლევაა საჭირო.
Image: IO9
3