ჯეიმს ვები და ცხენი სტუდიაში💥🐴

5
ამ ფენომენალურმა ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეული (იგივე Barnard 33) გააშიშვლა, მხოლოდ ჩვენთვის. 😁🫣
ეს ფოტოები ამ ნისლეულის ყველაზე დეტალური გამოსახულებებია.
ცხენის თავის ნისლეული ვარსკვლავების ფორმირების რეგიონია და დედამიწიდან 1375 სინათლის წლითაა დაშორებული.
ეს ნისლეული გახლავთ ცივი აირის კოლაფსირებადი მკვრივი ღრუბელი, რომლის თავზეც (ზედა მარცხენა კიდეზე) ახალგაზრდა, ცხელი ვარსკვლავი ანათებს.
ცხენის თავის ნისლეული არის რეგიონი, სადაც დომინირებენ ფოტონები.
ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავები ათბობენ ვარსკვლავებს შორის არსებულ გაზსა და მტვერს.
5