Hashtags
Tbilisi, Georgia1.7M Monthly reads · 1.8k posts last week
Live
Loading...
Caucasia TV · Tbilisi
Live
Loading...
TV Pirveli · Tbilisi
Live
Loading...
PosTV · Tbilisi
Live
Loading...
Mtavari TV · Tbilisi
Live
Loading...
TV Imedi · Tbilisi
Live
Loading...
Rustavi 2 · Tbilisi
Live
Loading...
Formula TV · Tbilisi
Live
Loading...
Pirveli Arkhi პირველი არხი · Tbilisi
Live
Loading...
Meore Arxi მეორე არხი · Tbilisi
Live
Loading...
ერთსულოვნება · Tbilisi
Live
Loading...
Kartuliarkhi TV · Tbilisi
August 12

Now in Tbilisi

30
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 6 hours ago
სტატია არქივიდან - რატომ სდევნიდნენ კომუნისტებს საქართველოდან ?
გაზ. ერთობა, 1920 წლის 13 აგვისტო, N182 „რისთვის გვდევნიან!“
სტატია არქივიდან - რატომ სდევნიდნენ კომუნისტებს საქართველოდან ?
გაზ. ერთობა, 1920 წლის 13 აგვისტო, N182 „რისთვის გვდევნიან!“
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 6 hours ago
როგორ არეგულირებდა 1921 წლის კონსტიტუცია ეთნიკურ უმცირესობათა განათლების საკითხს ?
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 8 მაისის სხდომა კვლავ ენის
როგორ არეგულირებდა 1921 წლის კონსტიტუცია ეთნიკურ უმცირესობათა განათლების საკითხს ?
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 8 მაისის სხდომა კვლავ ენის
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 7 hours ago
საბჭოთა ბიუროკრატია და მასობრივი რეპრესიები.
ზოგადად ბიუროკრატია არის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ან კერ
საბჭოთა ბიუროკრატია და მასობრივი რეპრესიები.
ზოგადად ბიუროკრატია არის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ან კერ
Factz
Tbilisi · 6 hours ago
13 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ჯოვანი ანიელი 1866 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ჯოვანი ანიელი (G
13 აგვისტო - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
ჯოვანი ანიელი 1866 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ჯოვანი ანიელი (G
Momos Design Studio
Tbilisi · 3 hours ago
ქართული ბანქო, რომელზეც ისტორიული ფიგურებია გამოსახული
ბანქოს ბევრი ჩვენგანის ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა: ფურთი, ქურდი ქალი, გაცურობანა თუ ღორობანა განსაკუთრებით ნაცნობი იქნება იმ თაობებისთვის, რომელთაც ბავშვობაში სოციალური ქსელები, ანდროიდები და ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ თავზესაყრელი დროის გასაყვანად. ბანქო ახლაც შეუცვლელი თავშესაქცევია, როცა ცოტა ხნით მაინც ვივიწყებთ ტექნოლოგიებს და მეგობრებთან ერთად მხიარულებისთვის, არც ისე იშვიათად კი დაუნდობელი დაპირისპირებისთვისაც მზად ვართ. ამ თამაშის მოყვარულებს ბანქო მრავალგვარი დიზაინით გვინახავს, მათ შორის არიან გიორგი ბიბილეიშვილი და მარინა სარქისიანი, რომელთაც ერთი რიგითი თამაშის დროსაც უბრალოდ გაიფიქრეს, როგორი იქნებოდა ქართული თემატიკის ბანქო და გადაწყვიტეს, მათივე ფანტაზიისთვის შეესხათ ხორცი. ამ ახალი დიზაინით შექმნილ ბანქოზე საქართველოს ისტორიიდან და კულტურიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი პირები არიან გამოსახულნი: მაგალითად, დედოფალი, რა თქმა უნდა, თამარ მეფეა, როგორც ყველაზე ძლიერი ქალის სახე საქართველოს ისტორიაში. ჯოკერის შემთხვევაში პეტრე ოცხელის ნამუშევრებია გამოყენებული, რაც თავისი ხასიათით, ვიზუალითა და განწყობით კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ ფიგურებს. აღსანიშნავია, რომ ამ წამოწყების მიზანი არ არის მხოლოდ ვიზუალურად განსხვავებული და საინტერესო პროდუქტის შექმნა: იდეის ავტორებს სურთ, რომ ბანქოს ამ დიზაინის წარმოებით ამავდროულად ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი. სწორედ ამის გამო ბანქოს თან მოჰყვება ინფორმაციული შინაარსის მასალა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მასზე გამოსახული ფიგურების შესახებ ცნობებს მიაწვდის, რაც საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანის შემთხვევაში, დამატებით ხიბლს შესძენს ბანქოს, როგორც ქართული ისტორიის გაცნობის საშუალებას. როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, მათ უკვე დამზადებული აქვთ სატესტო ვერსია რამდენიმე ეგზემპლარის სახით და უფრო ფართო წარმოებისათვის ფინანსურ მხარდაჭერას ეძებენ, რათა ის გაყიდვაში ჩაეშვას და ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს მისი შეძენა. ამ უჩვეულო და საინტერესო იდეის ავტორები სწორედ გიორგი ბიბილეიშვილი და მარინა სარქისიანი არიან. მათ შორის სწორედ მარინამ იმუშავა ბანქოს დიზაინზე და ფიგურების ილუსტრაციებზე. წყარო: on.ge ____________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალყური ქართულ თანამედროვე დიზაინ-სიახლეებს მომოსთან ერთად 🖤 #დიზაინი #პროდუქტისდიზაინი#ახალიამბები #ხელოვნება #კარტი #დიზაინი #დიზაინერები #დიზაინერი #დიზაინსიახლეები #დიზაინნიუსი #თანამედროვედიზაინი #ქართველიდიზაინერი #კარგიდიზაინი #პროდუქტისდიზაინი #დღისდიზაინი #ქართულიდიზაინი #გრაფიკული #გრაფიკა #გრაფიკულიდიზაინი
Momos Design Studio
Tbilisi · 4 hours ago
10 ყველაზე ‘უშნო შენობა თბილისში
დღევანდელი გეგმარებისა და არქიტექტურის მდგომარეობით, სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი არც ისე ესთეტიური შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომლებიც არაფრისმთქმელია და პლიუს არც ისე კარგადაა აშენებული. ამ პოსტში თბილისის ყველაზე უშნო შენობები შევიყვანეთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ არც თქვენ გხიბლავთ დიდად. კარგი ამბავიც მაქვს, თბილისში უფრო მეტი ლამაზი და საინტერესო შენობა გვაქვს, ვიდრე უშნო. შემდეგ პოსტში ამაზე დავწერ ✨ 10. საცხოვრებელი კომპლექსი მეტრო „300 არაგველთან“ გახუნებული ყვითელი ფასადი ლურჯი ფერის შუშებზე. შესაშური კომბინაცია ნამდვილად არაა.. ამბობენ, ამ აივნებზე აკრული რკინის გისოსებიდან თბილისის ხედები ყველაზე ლამაზად ჩანსო.. 9. უნივერსიტეტი „სეუ“ თავიდან ამ უნივერსიტეტის შენობა არაფრით გამორჩეული, უშნო ნაგებობა იყო. მას შემდეგ, რაც მას რკინის კონსტრუქცია დაადგეს, თითქოს უფრო საინტერესო უნდა გამხდარიყო. 8. საცხოვრებელი კორპუსი პირველი სკოლის უკან. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დამოუკიდებლად ასე ცუდადაც არ გამოიყურება, ის აბსოლუტურად შეუფერებელ ადგილას დგას. შენობა მთლიანად ფარავს მთწმინდის ხედს და სკოლასთან უდიდეს დისკომფორტშია. 7. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი შენობა. გარეუბანში ეს ნაგებობა მაინც ისეთი უშნო იქნებოდა, როგორც აქაა, მაგრამ ქალაქის ისტორიულ უბანში, სამხატვრო აკადემიას ასეთი შენობა რატომ დაუპროექტეს, წლებია ამოუხსნელ ამოცანად რჩება. 6. „ვისოლის“ შენობა ჭავჭავაძის გამზირზე ამ შენობაზე საუბრისას ქალაქის მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ის ბანანს ჰგავს, მეორენი კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ტორტი უფროა. დიდად სახარბიელო ანალიგიები ვერაა არქიტექტურისთვის. 5. „ცენტრ პოინტის“ საცხოვრებელი კომპლექსი შავისა და ნაცრისფერის კომბინაცია და უცნაური ფორმა.. ვერაფერს იტყვი. ამბობენ რომ ამწე მშენებლობის მერე ვეღარ გამოაქვთ. ცოტა კურიოზული ამბავია. 4. ცენტრ პოინტის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ჰორიზონტს გამორჩეულ მიმზიდველობას სძენს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის “ ეს ოდესღაც ყვითელი და აწ გახუნებული საცხოვრებელი კომპლექსი. არქიტექტურის ცნობილმა კრიტიკოსებმა ის ეკლექტიკურ სტილს მიაკუთვნეს, თავისი მრავალფეროვანი ფორმებითა და მათი ჰარმონიული სინთეზის გამო. ქალაქის მერიის კულუარებში ხმაც დაირხა, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას აპირებენო. 3. კაზინო „შანგრილა“ აქაც ცოტა მძიმედ გვაქვს საქმე.. შედეგს თავადაც ხედავთ. 2. სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ ქალაქიდან გასვლისას გაცილებს და შემოსვლისას გეგებება ეს ყველა ფერით შემკობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც „რაკიინ დეველოპმენტმა“ რამოდენიმე წლის წინ ააშენა. ზოგს მოსწონს, მაგრამ წმინდა არქიტექტურულად, სამწუხაროდ კარგი შედეგი არ გვაქვს. 1. „კარე“-ს შენობა აღმაშენებლის ხეივანზე ამ სიის უპირობო და უკონკურენტო ლიდერია „კარე“-ს შენობა აღმაშენებლის ხეივანზე, იგივე „კლაკნილა“. ვფიქრობ ამ შენობის არსებობა ქალაქში უბრალოდ სირცხვილია. ________________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ დიზაინ-სიახლეებს თვალი მომოსთან ერთად 🖤 #არქიტექტურა#ახალიამბები #ხელოვნება #არქიტექტურა #არქიტექტორი #არქიტექტურას #ქართულიარქიტექტურა #ცუდიშენობა #შენობა #კორპუსი #კორპუსები #დიზაინი
ფსიქოლოგიური ქვაკუთხედი
Tbilisi · 7 hours ago
რა უპირატესობას გვაძლევს წყალი ?
ცნობილია, რომ წყალი კურნავს ბევრ დაავადებას! წყალი - უნიკალური ბუნებრივი სითხეა. საუკუნეებია ადამიანი სვამს წყალს, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეისწავლა მისი დადებითი თვისებები. დამტკიცებულია, რომ დაავადებების დიდი ნაწილი წარმოიშვება ორგანიზმში წყლის ნაკლებობით. წყალი ძირითადი კომპონენტია ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ყველა მინერალები და მიკროელემენტები იხსნება წყალში და შეიწოვება უჯრედებში. წყლის დეფიციტის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რასაც მოყვება სხვადასხვა დაავადება. იაპონიაში ძალიან პოპულარულია გაღვიძებისთანავე წყლის დალევა. ამ პოსტში იხილავთ ინსტრუქციას, თუ როგორ სვამენ წყალს იაპონელები. მოცემული მეთოდი კურნავს ან ანელებს: - თავის ტკივილს - სახსრებში ,,მტვრევას" - გულის დაავადებებს - ართრიტს - აჩქარებულ გულისცემას - ეპილეპსიას - გასუქებას - ბრონქულ ასთმას - მენინგიტს - თირკმლების პრობლემას - დიაბეტს - თვალის პრობლემებს მკურნალობის მეთოდი: 1. დილით, გაღვიძებისთანავე კბილების გახეხვამდე დალიეთ 4 ჭიქა წყალი (160 მილიგრამი თითო) 2. არ ისაუზმოთ 45 წუთის განმავლობაში 3. საუზმის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის განმავლობაში 4. საწყის ეტაპზე თუ არ შეგიძლიათ ერთდროულად 640 მილიგრამის დალევა, შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე რაოდენობით. დალიეთ წყალი და იყავით ჯანმრთელი !
ფსიქოლოგიური ქვაკუთხედი
Tbilisi · 7 hours ago
აღმოსავლურ კულტურაში გავრცელებული რჩევები პრაქტიკული ფსიქოლოგიიდან
1) შეამოწმეთ მოსაუბრის თვალის ფერი საკუთარი ქარიზმის გასაძლიერებლად. მზერის კონტაქტის ცოტათი უფრო დიდხანს გახანგრძლივება, ვიდრე ეს ბუნებრივია ადამიანების უმეტესობისთვის, მაშინვე ზრდის თქვენს შარმს. ამ მეთოდის გამოყენებისას მიზნად დაისახეთ განსაზღვროთ, რა ფერის თვალები აქვს ადამიანს, რომელსაც პირველად ხვდებით. ზედმეტი ორი ან სამი წამი, რომლებსაც ამაზე დახარჯავთ, უფრო მიმზიდველს გაგხდით. 2) დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, ნერვების დასამშვიდებლად აპირებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც გაიძულებთ დაიძაბოთ და ინერვიულოთ? - დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ღეჭვისას, თქვენ ატყუებთ ტვინს და აიძულებთ იფიქროს, რომ კომფორტულად გრძნობთ თავს. იმის მაგივრად, რომ ინერვიულოთ და პანიკაში ჩავარდეთ, თქვენი ტვინი აკეთებს დასკვნას, რომ რადგან კიდევ რაღაცას აკეთებთ (ღეჭავთ საღეჭი რეზინს), არ უნდა იყოთ გაღიზიანებული და ძალიან არ უნდა ინერვიულოთ - ასე რომ ყოფილიყო, არ დაღეჭავდით საღეჭ რეზინს. 3) იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ვინმეს რისხვა, დაჯექით მის გვერდით ფსიქოლოგიურად უფრო ადვილია ამოაფრქვიო საკუთარი რისხვა ვინმეზე, ვინც ფიზიკურად ცოტა შორს დგას თქვენგან. და პირიქით, უხერხულია ყვირილი ადამიანისთვის, რომელიც ზის გვერდით. ასე რომ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი უფროსი (ან პარტნიორი) გაბრაზებულია, საკუთარ თავზე აიღეთ სიტუაციაზე კონტროლი და დაჯექით მის გვერდით. თქვენი სიახლოვე დაეხმარება მას თავი შეიკავოს ნეგატიური ემოციებისგან. 4) შეხედეთ ადამიანების ფეხებს, რათა შეაფასოთ მათი ინტერესი ვის სიამოვნებს ნამდვილად თქვენთან საუბარი და ვინ ეძებს საბაბს, რომ წავიდეს? იმისათვის რომ გაიგოთ ეს, საკმარისია შეხედოთ მის ფეხებს. თუ მისი ფეხსაცმლის ცხვირები პირდაპირ თქვენ გიყურებენ, ეს ნიშნავს რომ ადამიანი გულწრფელად არის გატაცებული თქვენთან საუბრით. თუ ფეხსაცმლის ცხვირები მიმართულია გვერდზე, ესე იგი მოსაუბრე ფიქრებით სხვაგან არის. 5) გამოიყენეთ „ბენ ფრანკლინის ეფექტი“ და აიძულეთ ადამიანები შეგიყვარონ ეს მეთოდი მიაწერეს ბენ ფრანკლინს, რომელმაც შეამჩნია, რომ როცა ვინმეს რამეს უთმობთ, ეს ადამიანი უფრო მეტად იწყებს თქვენს მოწონებას, ვიდრე ადრე. რატომ? ჩვენ ტვინს არ მოსწონს კოგნიტიური დისონანსი და მთელი ძალებით თავს არიდებს სიტუაციებს, რომლებშიც ჩვენი შინაგანი რწმენა და საქციელი არ ემთხვევა ერთმანეთს. 6) იმისათვის რომ ამოიგდოთ თავიდან აკვიატებული აზრი, მოუსმინეთ მას ბოლომდე ზოგიერთ პოპულარულ სიმღერებს ახასიათებს გადაკიდება და მუდმივად ჟღერს თქვენს თავში ფსიქოლოგიური ფენომენის გამო, რომელიც ცნობილია როგორც „ზეიგარნიკის ეფექტი“. ამ ეფექტის შედეგად თქვენი ტვინი მუდმივად გახსენებთ დაუსრულებელი საქმეების შესახებ. იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდოთ თავიდან სიმღერა, უბრალოდ მოისმინეთ მას საკუთარ თავში თავიდან ბოლომდე. 7) უფრო მეტი შეკითხვა ზრდის თქვენს მიმზიდველობას ქარიზმა - ეს არ არის იდუმალი ნიჭი. ყველაფერი, რაც გჭირდებათ რომ გააკეთოთ, რათა გახდეთ უფრო მიმზიდველი, - უნდა დაუსვათ მოსაუბრეს მეტი (თუმცა ზომიერად მეტი) კითხვა. ამას ამტკიცებს უამრავი გამოკვლევები!
ფსიქოლოგიური ქვაკუთხედი
Tbilisi · 7 hours ago
ენერგეტიკული ჰიგიენის წესები!
1. არ იურთიერთოთ უსიამოვნო და უინტერესო ადამიანებთან. ეცადეთ, მათი ყურადღება არ მიიქციოთ, არ ჩაერთოთ პოლემიკაში. ნუ გაუკეთებთ სიკეთეს მათ. ეს არც მათ არგებთ და თქვენ სასიცოცხლო ძალებს საგრძნობლად შეამცირებს. 2. ხალხმრავალ ადგილებში, თუ ეს შესაძლებელია - ნუ დადგებით უცხოებთან ზურგის მხრიდან, მინიმუმ 10-15 სმ-ის მანძილზე. გახსოვდეთ, რომ ხერხემლის გასწვრიც ენერგეტიკული ღერძი გადის და მარტივად მიიზიდავთ სხვის უარყოფით ენერგიას. კარგი იქნება სუნამოს მაგივრადცოტაოდენ ევკლიპტის ან მიხაკის ეთერზეთს თუ იპკურებთ. 3. როგორი მშიერიც არ უნდა იყოთ, არ ჭამოთ დაღლილი, გაღიზიანებული ან თქვენდამი ცუდად განწყობილი ადამიანის მიერ მომზადებული საჭმელი. 4. სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენთვის საყვარელი, მყუდრო და მშვიდი ადგილი პიროვნული კომფორტისა და განტვირთვისთვის, სადაც ნებართვის გარეშე არავინ შეგაწუხებთ. 5. ფრთხილად იყავით ნაპოვნ ნივთებთან, განსაკუთრებით სამკაულებთან, ამულეტებთან და ა.შ. თქვენ არ იცით, მათი მფლობელის ვინაობა. ის შეიძლება „გაჟღენთილი“ იყოს ძალიან დიდი ნეგატიური ინფორმაციით, რომელსაც შეუძლია ადამიანზე გავრცელება. 6. სპორტი! ირბინეთ, იცურავეთ, დაკავდით აერობიკით, ფიტნესით, ისერინეთ ველოსიპედით და ა.შ. ფიზიკური ჯანმრთელობა ენერგეტიკას აძლიერებს. 7. არ გამოიყენოთ და არ ატაროთ სხვისი ტანსაცმელი და ნივთები. არ გამოიყენოთ ავადმყოფი ან გარდაცვლილი ადამიანის ნაქონი ნივთები. ასევე, არც თქვენ გაანათხოვროთ არაფერი. 8. იყავით კეთილგანწყობილი, დიპლომატიური და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. მოერიდეთ კონფლიქტებს ან შეარბილეთ ისინი. ისწავლეთ პატიება. არ უპასუხოთ ბოროტებას ბოროტებით. სიბრაზეს და ბოღმას დიდი ენერგეტიკული , სასიცოცხლო რესურსი მიაქვს ადამიანისგან. 9. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ, დაინახოთ ყოველდღიურობაში დადებითი მხარეები. გიყვარდეთ თქვენი თავი და ზოგადად სიცოცხლე, როგორც ენერგიის გამოვლენის ფორმა.
ისტორიული მატიანე
Tbilisi · 7 hours ago
ბიზანტია და სარწმუნოება საქართველოში !
საქართველოს ისტორიას ბიზანტიის იმპერატორის, ჰერაკლე კეისრის მმართველობამ განსაკუთრებული კვალი დააჩნია. VII ს-ის 20-40-იან წლებში, განსაკუთრებით გამწვავდა სასანიდურ ირანსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი საქართველო გახლდათ. ეს წინააღმდეგობა ბიზანტიელთა გამარჯვებით მთავრდება, რაც დიოფიზიტური, ქალკედონური სარწმუნოების გამარჯვებასაც ნიშნავდა. ბიზანტიის კეისარმა ქართლში ფაქტობრივად წერტილი დაუსვა სხვა ყველა რელიგიური აღმსარებლობის გავლენას გარდა დიოფიზიტობისა. გაიწმინდა ეკლესია ერესისაგან და მართლმადიდებლურ ეკლესიებს დაუმკვიდრა სიმშვიდე და სარწმუნოებრივი ერთიანობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ VIII -დან, არაბთა შემოსვლის წინ საქართველო მათ მტკიცე სარწმუნოებრივი პოზიციით ხვდება.
ისტორიული მატიანე
Tbilisi · 7 hours ago
ნავთობის ფასის ისტორიული ვარდნა!
ნავთობზე მოთხოვნამ იმდენად დაიკლო, რომ ნედლი ნავთობის შესანახი სივრცეები თითქმის სავსეა. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მყიდველებს უხდიან თანხას, რათა ნავთობისგან გათავისუფლდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ენერგიაზე მოთხოვნის კოლაფსის ფონზე ნავთობის ფასი აშშ-ში ორშაბათს ისტორიაში პირველად ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა, მოვაჭრეებს არ სურთ ნედლი ნავთობის ფლობა იმ პირობებში, როცა მისი შესანახი ადგილი არ არის. NBC News-ი იუწყებოდა, რომ დასავლეთ ტეხასში მაისში მისაწოდებელი ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე ერთი ცენტი იყო, რაც ყველაზე დაბალია ისტორიაში.
ისტორიული მატიანე
Tbilisi · 8 hours ago
ვინ დაარსა პირველი ქართული კერძო სტამბა საქართველოში ?
1864 წელს პირველი ქართული კერძო სტამბა დააარსეს - პეტრე მელიქიშვილის მამამ გრიგორმა, პეტრეს ძმამ სტეფანემ, ისტორიკოს-არქეოლოგმა დიმიტრი ბაქრაძემ, ნიკო ღოღობერიძემ და ვახტანგ თულაშვილმა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. სტეფანე ვენაში გაიგზავნა შრიფტის ჩამოსასხმელად, ამიტომ მას "ვენის შრიფტი" დაერქვა. გაზეთ "დროებამ" გამოსვლა დაიწყო 1866 წელს. გამომცემელი იყო სტეფანე მელიქიშვილი, რედაქტორი - გიორგი წერეთელი, ხოლო შემდეგ - სერგი მესხი. ფოტოზე: სტეფანე მელიქიშვილი
Video Today
Tbilisi · 10 hours ago
"ცოცხალი შენობა" ქალაქის ქუჩებში
#videotoday#video#amazing#apartment#cool #ტექნოლოგიები #ხელოვნება
Loading...
Leonti Hm
Tbilisi · 7 hours ago
hii
hi
ციფრული ინდუსტრიის აკადემია
Tbilisi · 3 hours ago
გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ბანქოზე
გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ბანქოზე-,,Georgian National C
გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ბანქოზე
digitaledu.ge
გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები ბანქოზე-,,Georgian National C
Video Today
Tbilisi · 10 hours ago
31 წლის და 11 შვილის დედა!- გვიყვება საკუთარი გამოცდილების შესახებ
#videotoday#video#interesting#mum#children#story#storytime
Loading...
Mediamall
Tbilisi · 3 hours ago
თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა,
თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს
mediamall.ge
თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა,
Mediamall
Tbilisi · 3 hours ago
პირველი ვიქნები თუ ბოლო, მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია "ოცნების" საარჩევნო სიაზე
პირველი ვიქნები თუ ბოლო, მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარი
პირველი ვიქნები თუ ბოლო, მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია "ოცნების" საარჩევნო სიაზე
mediamall.ge
პირველი ვიქნები თუ ბოლო, მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარი
Mediamall
Tbilisi · 8 hours ago
პაატა იმნაძე - კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის დაკავშირებული, ეს ძალიან ბევრია
პაატა იმნაძე - კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის
პაატა იმნაძე - კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის დაკავშირებული, ეს ძალიან ბევრია
mediamall.ge
პაატა იმნაძე - კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის
Mediamall
Tbilisi · 8 hours ago
მექსიკაში, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაი
მექსიკაში, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაიცვალა
mediamall.ge
მექსიკაში, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით 926 ადამიანი გარდაი
Mariam Chabrava
Tbilisi · 7 hours ago
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია
Feedc შუადღემშვიდობის ❤️ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. თქვენი სიჯანსაღის ერთ-ერთი წყარო სწორედ წყლის მიღებაა☺️ #news #opinion #health #healthylife #waterTbilisi
George Toreli
Tbilisi · 8 hours ago
ბიძა ძმისშვილი • ელუუუ
#ასტროლოგია
ბიძა ძმისშვილი • ელუუუ
#ასტროლოგია
სალომე ბეჟიტაშვილი
Tbilisi · 4 hours ago
როგორ დავამარცხოთ შიში? საჰაერო ბუშტი და ცაში გატარებული დრო,თავისუფლების შეგრძნება.
მეშინოდა მაგრამ მოვინდომე მაინც,რომ შიში დამემარცხებინა.ასეც მოვიქეცი,საკუთარ თავს წინააღმდეგობა გავუწიე,შიში გავიქრე და საჰაერო ბუშტს მივაშურე.როგორი შეგრძნება მქონდა? არ ვიცი ამის აღწერა თუ ღირს თვალით ნახვა და დაკვირვება ან ჩემს ადგილზე ყოფნა უკეთესი იქნებოდა.მივდიოდი,თითქოს სადღაც უნდა გადავკარგულიყავი,ცოტა მეშინოდა კანკალმა ამიტანა მაგრამ დავიმშვიდე თავი ჩავიცვი დამცავი ჟილეტი მეღიმებოდა,დიად განცდებში ვიძირებოდი არ მჯეროდა,რომ შევძელი და მაღლა ცას უნდა მივწვდომოდი აქამდე არასდროს ვყოფილვარ ჰაერში,არც გამიფიქრებია ოცნებადაც კი არ მქონია.ყოველთვის ვიძახდი,ყოჩაღ იმ ადამიანს ვისაც განსაკუთრებული შეგრძნებები აკავშირებს ცაში ფრენასთან როგორი ექსტრემალური სპორტია-თქო...დადგა დღე,სხვას ვუყურებდი რაღაცნაირად ავივსე გრძნობათა ღელვით,ჩემში გაჩნდა ის შთამბეჭდავი და ამაღელვებელი სურათი რამაც ამ გადაწვეტილებამდე მიმიყვანა და ჟილეტი ჩამაცვა.ქვემოდან საამო ჩანდა ჰაერის შეგრძნება,ცასთან კონტაქტი თითქოს მეც ზემოთ ვიყავი და წვრილმან დეტალებსაც კი ვხედავდი.მესიამოვნა სხვისი სიამოვნება იმდენად გულთ გამიჯდა ეს გრძნობა,რომ არაფერი მაინტერესებდა ჩემებმა მითხრეს ``შენ და ცა? არა,არამგონია შეძლო`` გაუკვირდათ მათ,ჩემი გადაწყვეტილება ეგონათ თავიდან ვხუმრობდი მაგრამ როდესაც ბუშტის ქვეშ დამაბეს მაშინ მიხვდნენ რომ რეალობასთან ახლოს იყვნენ...ნარინჯისფერ მაისურიანი მცველმა შემიკრა ჟილეტი,უსაფრთხოების ყველა ნორმა წესრიგში იყო ახლა კი დრო იყო იმისა,რომ გავფრენილიყავი მაღლა,სულ სულ მაღლა ზემოთ,ცაში...-ქალბატონო მზად ხართ? -დიახ ერთი...ორი... და სამი... ამ მომენტში მეგონა ჩემებს უკანსაკნელად ვხედავდი,დავიძაბე,ავღელდი უცაბედად არ ველოდი ასეთ სწრაფ დარტყმას თვალები დახუჭული მქონდა,სახე გამილურჯდა ნელ-ნელა ვცდილობდი თვალების გახელვას.ეშმაკურად ჯერ ერთი თვალი დავაპაჭუნე,მერე მეორე გავახილე და ჰოოპ რას ვხედავ ძალიან შორს ვარ ჩემებისგან,ყველა იმ ადამიანისგან ვინც სანაპიროზე იწვა,ვინც ზღვაში ცურაობდა,მაშველებისგან რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის უსაფრთხოებაზე,ჩემი სასტუმროსგან,ბათუმისგან და ჩემი ტკბილი დედაქალაქისგან თბილისისგან...რაღაც უჩვეულო შეგრძნება იყო,თავისუფლება ვიგრძენი ბოლოს ასეთი ნასიამოვნები,გახარებული და ბედნიერი არ მახსოვს როდის ვიყავი...ის შევიგრძენი რაც აქამდე არასდროს მიგვრძნია.თითქოს ხმელეთზე სუნთქვა მიჭირდა,სათანადოდ ვერ ვიყავი თავისუფალი ახლა კი ჩიტივით დავფრინავ,ხელები გაშლილი მაქვს თმა აწეწილი ფეხებს ჰაერში ვაქნევ ღმერთო,რა მაგარი შეგრძნებაა...ეს ყველამ უნდა გამოცადოს.არაფერი საშიში არ ყოფილა,მე კი ასე ძალიან მეშინოდა თითქოს საშინელება ყოფილიყოს ახლა მესმის იმ ხალხის ვისაც განსაკუთრებულად უყვარს ცასთან კონტაქტი,ჰაერში ფრენა და საერთოდ ეს სპორტი...რამხელა სიჯანსაღე,სისწრაფე,სიამოვნება,სიცილს გულისხმობს თითქოს უმნიშვნელო მაგრამ მეორე მხრივ ბედნიერების მომნიჭებელი ``პარაშუტი`` ექსტრემალურ სიტუაციას განიცდი და ხმამაღლა ყვირი ``უჰჰჰუუუუუუუუ`` ნერვებზეც კარგად აისახება,გამშვიდებს და გაწყნარებს ამავდროულად განუგეშებს.ცუდ ენერგიას ჰაერში ფანტავ,ნეგატივისგან თავისუფლდები და აღნიშნავ თავისუფლებას რომელიც ძალზედ გაკლდა...აქედან სამყარო სულ სხვა ფერია,ზღასაც მუქი შეფერილობა აქვს,მზეც კაშკაშად ანათებს ვიდრე ნაპირზე საკმაოდ კარგად ისმის ადამიანების ხმები,მათი სიცილი და ვხედავ დამკვირვებლებს...ისინი მაკვირდებიან,მიყურებენ ზოგი იღიმის,ზოგს უკვირს ისინი ისეთი პატარები არიან,ერთმანეთს გვანან და ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან.ჩავისუნთქე,ამოვისუნთქე ვიღიმი და მიხარია ცხოვრება...ნელ-ნელა დაბლა მიდის ბურთი,მე კი არ მინდა,რომ სიამოვნება დამთავრდეს თავი ისე მიჭირავს,რომ ჯერ ადრეა თუმცა უკვე ზღვის ნაპირზე ვარ თვალებ დახუჭული და სულელურად ვიღიმი ასე იცის ბედნიერებამ.ეს,ბედნიერების ერთ-ერთი ფორმულაა,როცა ადამიანი ცუდი ენერგიისგან იცლება და პოზიტივით იმუხტება.🧚‍♀️ პ.ს იმედი მაქვს,მოგეწონებათ ეს ჩანახატი,წარმატებულ დღეს გისურვებთ!#მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
Video Today
Tbilisi · 10 hours ago
დედამ გადაწყვიტა გაემეორებინა მისი შვილის ყველა ქცევა
ნახეთ პატარა გოგონას რეაქცია#videotoday#video#interesting #mum #girl #kids #funny #cool
Loading...
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 8 hours ago
მელიქიშვილის გამზირი
მელიქიშვილის გამზირი - მხოლოდ ეს ხე იყო დარჩენილი ჩვენ მივაწ
მელიქიშვილის გამზირი
მელიქიშვილის გამზირი - მხოლოდ ეს ხე იყო დარჩენილი ჩვენ მივაწ
August 12

Now in Tbilisi

30
Wednesday
26° / 20°
Thursday
25° / 17°
Friday
30° / 16°
Saturday
29° / 17°
Sunday
19° / 12°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.65