ახალი დოკუმენტური ფილმი დევიდ ბოუვის შესახებ "Moonage DayDream"

11
რამდენიმე დღის წინ ბრეტ მორგანის ახალი დოკუმენტური ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა. "Moonage DayDream" ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუვის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს  და ექსკლუზიურად რემასტერირებულ მუსიკას სთავაზობს მნახველს. 
ფილმი მიჰყვება მომღერლის კარიერის ყველა ეტაპს,  ზიგი სტარდასტიდან თეთრ ჰერცოგამდე და აჩვენებს სხვადასხვა გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც მან ამ დროს გაიარა. 
"Moonage DayDream"-ის პრემიერა პირველად კანის ფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების დიდი სიმპათია დაიმსახურა, ერთ-ერთი განცხადების მიხედვით ეს არის  ყველაზე კარგი დოკუმენტური ნამუშევარი, რაც აქამდე ზოგადად მუსიკოსის შესახებ შექმნილა. 
ფილმის რეჟისურა, სცენარი და პროდიუსინგი ბეტ მორგანს ეკუთვნის. ის მსოფლიო კინოთეატრებში 16 სექტემბერს გამოვა.
11