ბროდვეის მიუზიკლი ფრიდა კალოს შესახებ

13
ახალი არაფერია იმაში, რომ თითქმის მთელი სამყარო, ისტორიკოსები, კრიტიკოსები, დიზაინერები და შემთხვევითი ხელოვნების მოყვარულებიც კი, დიდი ხანია მოხიბლულნი არიან ფრიდა კალოთ - იმდენად, რომ მათ მისი სახე მაისურებზე გადაიტანეს, შექმნეს მისი ხელოვნების განსაცვიფრებელი გამოცდილება, გადაიღეს ფილმები და წიგნები მის ცხოვრებაზე. მისი ერთ-ერთი ავტოპორტრეტი საფოსტო მარკაზეც კი გამოჩნდა .
ახლა, მისი გარდაცვალებიდან თითქმის 70 წლის შემდეგ, ცნობილი მექსიკელი მხატვარზე მიუზიკლი ბროდვეის თეატრში დაიდგება. "Frida, The Musical", რომელიც სავარაუდოდ 2024 წლისთვის იქნება მზად, პირველია, რომელმაც მიიღო მხატვის ოჯახის ჩართულობით იქმნება, იტყობინება "Washington Post".
მიუზიკლის შემქმნელები პერსონალურ ისტორიებსა და მისი ცხორების აქამდე უცნობ დეტალებს შესთავაზებენ მაყურებელს.
რაც შეეხება სცენარს, ის მხატვის დის შვილის იზოლდა პ. კალოს მიერ დაწერილ წიგნზე დაყრდობით შეიქმნა, რომელიც მოჰყვება პერსონალურ საუბრებს ოჯახთან.
მიუზიკლის პროდიუსინგზე ვალენტინა ბერგერი იმუშავებს, მუსიკას ჯეიმე ლოზანო დაწერს, ხოლო სიმღერების ტექსტს ნიენა ბებერი.
"ყველა იცნობს უფრო ცივ ფრიდას, ტანჯულ ფრიდას, მაგრამ მას სიცოცხლე უყვარდა", -  ბერგერი Washington Post- თან ინტერვიუში . "ის მართლაც, ძალიან მხიარული იყო. სწორედ ეს გვინდა წარმოვაჩინოთ. მე მქონდა სევდიანი შეხედულება ფრიდაზე, როგორიცაა: "ოჰ, საწყალი ქალი". ახლა, როცა ვიცი, როგორი ჭკვიანი და თავისუფალი იყო, ამ ყველაფერს სხვანაირად შევხედე"
კალო დაიბადა 1907 წელს მეხიკოს გარეუბანში. მას ბავშვობაში პოლიომიელიტი აწუხებდა, რის გამოც ოდნავ კოჭლებოდა, მოგვიანებით კი ავტობუსის ავარიაში მოყვა, ინციდენტის შემდეგ  30-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა განსაკურნად, თუმცა ამ შემთვევამ ფრიდას ყოფაში მაინც გარდამტეხი როლი ითამაშა და ცხოვრების ბოლომდე ქრონიკული ტკივილები დაუტოვა.
საავადმყოფოში, გამოჯანმრთელების დროს კალომ უფრო რეგულარულად დაიწყო ხატვა, ხელობა, რომლის დახვეწას და შესწავლას წლების განმავლობაში განაგძობდა. როდესაც კალომ სამი თვე გაატარა საწოლში, დედამისმა მოაწყო პორტატული დაზგური და სარკე, რათა მას ავტიპორტრეტების დახატვა შეძლებოდა. 
"დაუფიქრებლად დავიწყე ხატვა", - იხსენებს ერთხელ კალო, ჟურნალ სმიტსონში გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით.
1920-იანი წლების დასაწყისში ეროვნულ მოსამზადებელ სკოლაში სწავლისას, იგი პირველად შეხვდა მურალისტ დიეგო რივერას. 1929 წელს, განქორწინდნენ 1939 წელს და კვლავ დაქორწინდნენ 1940 წელს.
ყოველივე ამის შემდეგ, თვითნასწავლი მხატვარი აგრძელებდა ხატვას და აოცებდა გალერეის დამთვალიერებლებს თავისი ნამუშევრებით, განსაკუთრებით მისი გასაოცარი ავტოპორტრეტებით.
თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პორობლემები სულ ტან დასდევდა, საბოლოოდ კი, 1954 წელს, 47 წლის ასაკში მან ფილტვის ემბოლია განიცადა და გარდაიცვალა.
კალოს ნათესავებსაც სურთ, მეტი სიმღერით გაუზიარონ მხატვრის ისტორია მსოფლიოს. კალოს ოჯახის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, მისი დისშვილი მარა რომეო ამბობს, რომ კალოს "სიცოცხლის დაუსრულებელი ვნება ამოძრავებდა", Deadline- ის გრეგ ევანსის მიხედვით.
ის განაგრძობს: "იმედი მაქვს, რომ ეს შოუ შთააგონებს ქალებს ყველგან, რომ ჰქონდეთ გამბედაობა იბრძოლონ თავიანთი ოცნებებისთვის."
13