განათლების სახეები და მათი მნიშვნელობა ახალგაზრდების ცხოვრებაში

6
გრძელვადიანი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. ახალგაზრდობა ასაკობრივი განვითარების ის მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება პიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდები ცდილობენ, განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები, რათა თავსიუფლად წარმოაჩინონ საკუთარი როლი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება - აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის პრეამბულაში. აღნიშნული ხაზს უსვამს ახალგაზრდების სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებში ჩართულობის მნიშვნელობას და მათ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, რომელი განათების სახით არის შესაძლებელი ახალგაზრდამ მიიღოს მისთვის საჭირო განათლება, განვითარდეს და სამომავლოდ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი იყოს? არსებობს განათლების რამდენიმე სახე რომლის სინთეზი პიროვნების სრული რეალიზებისთვის აუციელებელია.
ახალგაზრდული პოლიტიკა, განათლების სახეები
არსებობს განათლების მიღების სამი სახე ესენია: ფორმალური (Formal education), არაფორმალური (Non – formal education) და ფორმალურს გარე განათლება Informal education. განათლების მიღების სახეები უფრო ნათელი, რომ გავხადოთ განვიხილოთ განათლების სახეები ცალ-ცალკე.
ფორმალური განათლება ესაა - სტრუქტურულ საგანმანათლებლო სისტემა ზოგადი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათლით, რომელმაც შეიძლება ასევე მოიცვას პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფორმალური განათლება ესაა განათლება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ახალგაზრდას და სახელმწიფოსგანაა აღიარებული და ემსახურება ახალგაზრდისთვის აკადემიური კრედიტების შეძენას.
არაფორმალური განათლება ესაა -  ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი დაგეგმილი პროგრამა, რომელიც, არ არის ფორმალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციების (ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების) განვითარებას. არაფორმალურ პროფესიულ განათლებად ითვლება საგანმანათლებლო დაწესებულებისგან დამოუკიდებლად მიღებული პროფესიული განათლება. არაფორმალური განათლების მიმწოდებლები ახალგაზრდებში, ძირითადად არასამთავრობო სექტორია, რომლებიც თავისი პროექტებით ახალგაზრდებს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს.
ფორმალურს გარე განათლება -  ესაა ახალგაზრდის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი სპეციალურად გაწეული ძალისხმევის გარეშე, დაუგეგმავად ითვისებს დამოკიდებულებებს, ფასეულობებს, იძენს უნარებსა და ცოდნას საკუთარი გარემოცვის გავლენით და ყოველდღიური გამოცდილების მეშვეობით. უკანასკნელი ძლიერ გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ გარემოში იზრდება ახალგაზრდა და საიდან იღებს ის ყოველდღიურ ინფორმაციას, როგორ უვითარდება მას ღირებულებები და აზროვნება.
ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში  და აღნიშნული განათლების სამივე სახეობაში დიდ როლს თამაშობს ევროკავშირი. ევროკავშირი უმსხვილესი დონორია საქართველოს უნივერსიტეტებისთვის და საქართველოში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო სექტორისთვის. ევროკავშირის დახმარებით უნივერსიტეტებში განხორციელებულა უამრავი სასწავლო რეფორმა, და მობილობის პროგრამები. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ევროკავშირი უდიდეს თანხებს დებს, რომ აღნიშნულმა სექტორმა მოახდინოს ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც ახალგაზრდას სრულფასოვან განვითარებაში და დასაქმებაში ეხმარება.
საქართველო ევროკავშირს შორის 2014 წელს დაიდო და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების VI კარის (თანამშრომლობის სხვა სფეროები) მე - 16 თავი განათლება, ტრენინგი და ახალგაზრდობა ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას ახალგაზრდობის სფეროში.
გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს თითქმის ყველა სფეროში რეფორმების გატარებას. აღნიშნული ხელშეკრულება სრულად ძალაში შევიდა 2016 წელის 1-ელ ივლისს.
2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  მე-4 მიზნის შესაბამისად, ევროკავშირი მოწოდებულია „უზრუნველყოს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება ყველასათვის და ხელი შეუწყოს განათლების მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებას“. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში განათლებას პირდაპირი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში და კონკრეტული პროექტების დაფინანსებით.
ავტორი: მარიამ ისპირიანი
6