გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე კობი ბრაიანტისა და ჯიანას ქანდაკებები ავარიის ადგილას დადგეს

20
ტრაგედიიდან, რომელმაც კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯიანა და 6 სხვა ადამიანი შეიწირა, ზუსტად ორი წელი გავიდა. 
კობის გულშემატკივრებმა კალათბურთელის და მისი ქალიშვილის ქანდაკება კალიფორნიაში, კალაბასასში, ზუსტად იმ ადგილას დადგეს, სადაც ავარია მოხდა. 
სკულპტურის ავტორი მოქანდაკე დენ მედინაა. "The flowers, the jerseys, the hats blow away, and I think we need something more permanent"- განაცხადა მედინამ. 
ვერტრმფრენი, რომელიც 2020 წლის 26 იანვარს საბედისწეროდ აფრინდა გოგონების საკალათბურთო ტურნირზე მიდიოდა, სადაც კობის ქალიშვილ 13 წლის ჯიანასაც უნდა ეთამაშა. ის ლოს-ანჯელესის დასავლეთით, მთებში ნისლის გამო წყობიდან გამოვიდა. 
20