გვახსოვდეს ჩვენი დამოუკიდებლობა...

11
ქართულმა სახელმწიფომ 21-ე საუკუნეში აუცილებელია ისწავლოს ჯერ საკუთარი ინტერესების გატარება და ამის შემდეგ, მოვახერხებთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბუნებასაც. ეს ჩვენი ტერიტორიებია!!!
ჩვენი მეზობელი ქვეყნები არაპროგნოზირებადი ქვეყნებია და ნებისმიერ დროს შეიძლება რაიმე შეიცვალოს, ამ მომენტისთვის ერიც და სახელმწიფოც უნდა იყოს მომზადებული, როგორ მორალურად, ასევე ინსტიტუციონალურად...
ამ საქმეში ერთად უნდა დადგეს ერიც და ბერიც, ქართული სახელმწიფო და დიასპორა, ყველა პარტია თუ მოძრაობა. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ამისთვის არ არის და სავარაუდოდ არც იქნება მზად, რადგან მის უმეტესობა კარიერისა და გამდიდრების მეტი არაფერი არ აინტერესებს, ხოლო ოლიგარქების, სპორტსმენების და ყველაფრისმცოდნეების აშენებული სახელმწიფო ჯერ არ ახსოვს კაცობრიობას და ვერც საქართველოში იქნება იგი. როგორც ისტორიამ ნათლად აჩვენა სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები, პატრიოტები და პროფესიონალები.
დღეს იყო პატიოსანი იმაზე მეტია, ვიდრე იყო გმირი, რადგან გმირი ერთხელ შეიძლება იყო, ხოლო პატიოსანი კი, - მთელი ცხოვრება!!!
დღეს საქართველოს პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი მოქალაქეების პოლიტიკური ერთობა ესაჭიროება... 
11