⬇️გოდერძი ჩოხელი დედაზე✨

12
სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ.ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი , თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის...ნატრულობ დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის სოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.
გოდერძი , შვილო! დედაჩემის ხმას ჰგავს მივიხედე.დედაჩმი მოდის ჩემსკენ. გულზე ჩემი ფეხსაცმელები აქვს მიხუტებული.მოიცა შვილო ვაიმე, ვფიქრობ, აი დედაჩემის სახელით გამომეცხადა დევი და იმით უნდა მომიტყუოს. ხო იძახიან, ხანდახან ახლობლის სახეს ღებულობსო.გავიქეცი მოიცა შვილო! განწირული ხმით იყვირა დედაჩემმა და გამომდევნა... აარ მომეკაროო, არ მომეკარო, დედაჩემმა უკან დაიხია, მე გული მომეცა, ხედავ დევებსაც შინებიათ, შევუტიე. ის საცოდავად გაიქცა უკან, თან ჩემ ფეხსაცმელებს იხუტებს. შემობრუნდა და მეუბნება.. ფეხსაცმელები მაინც ჩაიცვი, შვილო და მერე გინდაპ მომკალი, ამ ყინვაში გაიყინები, დაჯდა და ტირილი დაიწყო....ტიროდა და თან ჩემს ფეხსაცმელებს იკრავდა გულში. ტირილზე ვიცანი დედაჩემი.. მივედი, დამშვიდებას ვცდილობდი, მაპატიე დედა, ქვითინებდა მერე სლუკუნებდა, გულში მიკრავდა და იძახოდა ჩემო შვილო გაგეყინა ფეხები? აჰა თბილი წინდა წამოგიღე, უბიდან, ჭრელი ჯვრიანი წინდები ამომიღო და თვითონ ჩამაცვა.მერე უხმოდ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და უცებ ჩვენს შორის აშკარად მომეჩვენა ტირილის ხმა. ერთი კი ვიფიქრე, დევი ხომ არ არის- მეთქი? დედაჩემი ხომ ჩემს გვერდით არის.რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ჰყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს.
მაღალო ღმერთო! ეს მოთხრობა აღსარებად ჩამითვალე და ისე ნუ გააფერმკრთალებ დედა-შვილობის მადლს, ისე ნუ მოგვაკლებ სიყვარულს, რომ დევებს უფრო ვეცოდებოდეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის, ვიდრე ჩვენ ერთიმეორე.
12