დავიცვათ უფლებები, რომლებიც დაბადებიდან ჩვენია...

7
"რონალდ რეიგანი გახდა სიმბოლო თავისუფალი, წარმატებული, დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციისა, რომელმაც გლობალურ დაპირისპირებაში შეძლო არამარტო ამ ყველაფრის დაცვა, არამედ სრული ტრიუმფის მოპოვება და ამით სხვა ერებსაც გაუკვალა გზა თავისუფლებისკენ და წარმატებისკენ!" - ამბობს მარგარეტ ტეტჩერი ნეოკონსერვატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელზე, ამერიკის რიგით მე-40 პრეზიდენტ რონალდ უილსონ რეიგანზე (1911- 2004).
რონაილდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს ამერიკაში იყო ეკონომიკური და სოციალური ბუმი. თუმცა, მსოფლიო ისტორიაში რონალდ რეიგანი შევიდა როგორც ცივი ომის ტრიუმფატორი, რომელმაც დაამარცხა საბჭოთა კავშირი და დაასრულა მსოფლიო კომუნისტური სისტემის არსებობა მსოფლიოში! 
„ჩვენ არ უნდა გავტეხოთ იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეებს რისკავენ ყველა კონტინენტზე ავღანეთიდან ნიკარაგუამდე რათა შევეწიააღმდეგოთ საბჭოთა აგრესიას და დავიცვათ უფლებები, რომლებიც დაბადებიდან ჩვენია“ - რონალდ რეიგანის ეს განცხადება იყო მისი ადმინისტრაციის სტრატეგია საგერო საქმეებისათვის, რათა შეეჩერებინათ სსრკ-ის საერთაშორისო გავლენა ცივი ომის მიწურულს. 
"რეიგანის დოქტრინა" გამოცხადებული იქნა 1985 წლის 6 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ და დოქტრინას მიხედვით, აშშ-მ მხარდაჭერა და დახმარება გაუწია ანტიკომუნისტურ პარტიზანულ და წინააღმდეგობრივ მოძრაობებს სსრკ-ის გავლენის სფეროების განადგურების მიზნით აფრიკაში, აზიაში და ლათინურ ამერიკაში. დოქტრინა შექმნილი იყო როგორც ცივი ომმში საბოლოო გამარჯვების მომტანი სტრატეგია.
რეიგანის დოქტრინა, როგორც სსრკ-ის წინააღმდეგ საბრძოლო სტრატეგია ძალაში იყო ცივის ომის დასრულებამდე.
7