ოფიციალური მიმოწერა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური და განუყოფელი ნაწილია. საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ათობით ელექტრონულ წერილზე პასუხის გაცემა.
რას ნიშნავს ოფიციალური მიმოწერის ეტიკეტები და რატომ არის მათი დაცვა მნიშვნელოვანი?
ეტიკეტები მოიცავს ქცევის სახელმძღვანელო წესებს, თუ როგორ უნდა გაგზავნოთ და უპასუხოთ ელ-ფოსტის შეტყობინებებს. აღნიშნული ნორმების დაცვა გვეხმარება, რომ აკადემიურად და პროფესიონალად წარმოჩინდეთ ციფრულ სამყაროში, ვიყოთ თავაზიანი და ეფექტური ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციისას, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობას.
1. პროფესიონალური ელ-ფოსტის მისამართი
ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩვენს შესახებ პირველ შთაბეჭდილებას უქმნის
ადრესატს. შესაბამისად არ არის რეკომენდირებული იმეილის მისამართში გვეწეროს ჩვენი
მოფერებითი სახელი ან სხვა რაიმე სიტყვა რომელიც ჩვენს სახელს და გვარს არ უკავშირდება.
არაპროფესიონალურად
ჟღერს Gvanciko123@ ან balancedperson@ და მსგავსი იმეილის მისამართები. ყოველთვის უნდა გვქონდეს ისეთი იმეილის მისამართი, საიდანაც მკითხველი
მიხვდება ჩვენს ვინაობას. შესაბამისად კარგი იქნება თუ
იმეილის მისამართში ჩავწერთ ჩვენი სახელის და გვარის ინიციალებს. ამასთან, სასურველია გქონდეთ Gmail ან Yahoo ანგარიში.
2. პირდაპირი, ნათელი
"subject line"
ხშირად ადამიანები
"subject line" ით წყვეტენ წაიკითხონ თუ არა წერილი. "subject line" ეხმარება წერილის მიმღებს განსაზღვროს სასწრაფოა თუ არა ამ წერილის წაკითხვა. მისი ფუნქციაა მოკლედ ამცნობს ადრესატს თუ რის შესახებ არის წერილი. როგორც წესი იგი არ აღემატება 12 სიტყვას, რომლის ბოლოს წერტილი არ უნდა დასვათ. კარგი "subject
line"ის მაგალითებია:
- "შეხვედრის დროის ცვლილების თაობაზე"
- "კითხვა თქვენი პრეზენტაციის თაობაზე"
- "შეთავაზება მიმდინარე ბიზნეს პროექტთან დაკავშირებით"
3. სანამ
„დააკლიკებ“ Reply all - ს..."
ხშირად
ვიღებთ წერილებს რომელიც ერთდროულად ათობით ადამიანისკენ მიემართება. აღნიშნული წერილები, როგორც წესი, ეხება რომელიმე ღონისძიებაზე მოწვევას და გამომგზავნი გვთხოვს წერილის მიღების და ღონისძიებაზე დასწრების შესახებ პასუხს. ამ დროს „Reply all“ ზე
დაკლიკება ნიშნავს თქვენი პასუხის ყველა იმ პირთან გაგზავნას ვინც CC ში
არიან დასახელებულები. სანამ აღნიშნულ ფუნქციას გამოიყენებთ გახსოვდეთ, რომ არავის
სურს იკითხოს უამრავი ადამიანის „დადასტურების
წერილები“
ან ისეთ საკითხზე მიმოწერები რომლებიც მათ არ ეხებათ. ბევრი ადამიანის მიმოწერები და მათთან ერთად საერთო მიმოწერაში ყოფნა შესაძლოა სხვებისთვის შემაწუხებელი იყოს. ამიტომაც სხვების პირად სივრცეს პატივი უნდა ვცეთ. პასუხი
უნდა გავცეთ უშუალოდ წერილის გამომგზავნს. ხოლო სიტუაციიდან გამომდინარე CC ში
ჩავსვათ იმ ადამიანების ელ-ფოსტის მისამართებს ვისი საქმის კურსში ყოფნა მნიშვნელოვანია.
4. ხელმოწერის განყოფილება
იმეილზე
ელექტრონულ ფოსტაზე ხელმოწერის გრაფა დამატებით ინფორმაციას აწვდის თქვენს შესახებ მკითხველს. გარდა ამისა, იმეილზე ხელმოწერის
გრაფის ქონა მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე.
ხელმოწერა
მოიცავს შემდეგ ინფორმაციას
- სახელი გვარი
- დაკავებული პოზიცია
- კომპანიის სახელი
- საკონტაქტო ინფორმაცია (Email, Tel)
- არსებული სამსახურის ლოგო
- სამსახურის მისამართი
- სოც ქსელები (სამსახურის ან პირადი)
ხელმოწერის
დაყენებისას, გამოიყენეთ იგივე ფონტი და ფერი რა ფონტსაც წერილის დაწერისას იყენებთ. ელ-ფოსტის ხელმოწერა არ უნდა იყოს ძალიან ფერადი და გადატვირთული.
იმეილზე პროფესიონალური ხელმოწერის შესაქმნელად
შესაძლოა გამოგადგეთ შემდეგი ხელსაწყოები:
5. წერილის მართლწერა
მკითხველისთვის მცირე შეცდომაც კი არ
დარჩება შეუმჩნეველი, ამიტომ გადაგზავნამდე გადაამოწმეთ თითოეული სიტყვის
მართლწერა. ამისთვის შეგიძლიათ შემდეგი პლატფორმები გამოიყენოთ:
2. http://ena.ge/ -
ორთოგრაფიული ლექსიკონი მართლწერისთვის ამოწმებს სწორ-არასწორ სიტყვებს. 6. ადრესატთან მიმართვის ოფიციალური ფორმები
მისალმება და დამშვიდობება უნდა იყოს ოფიციალური.
აუცილებელია ადრესატს მივმართოთ მისთვის სასურველი ფორმით. არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები რომელთაც ურჩევნიათ, რომ მივმართოთ ქალბატონო/ბატონო-ს გამოყენებით. ამ "ტიტულების" ჩამოშორება წერილში და მათთან მიმართვის ნაწილში, მას შემდეგ შეგიძლიათ, როდესაც ისინი თავად მიგითითებენ, რომ მეგობრულად, მხოლოდ სახელით მიმართოთ.
მისალმებისთვის:
- მოგესალმებით, ბატონო გიორგი,
- გამარჯობა, ქალბატონო ინგა,
იშვიათად ვიყენებთ:დილა მშვიდობის, შუადღე მშვიდობის,
საღამო მშვიდობის;
დამშვიდობებისთვის:
- პატივისცემით,
- კეთილი სურვილებით,
- საუკეთესო სურვილებით,
- კარგ დღეს გისურვებთ,
- სასიამოვნო დღეს გისურვებთ,
- სასიამოვნო დღე, / ნაყოფიერი დღე!
- წარმატებულ დღეს გისურვებთ,
ბოლოს ვაწერთ ჩვენს სახელს ან სახელს და გვარს
მადლობის გადახდა - იმ შემთხვევაში თუ ჩვენი წერილით ადრესატს რაიმე მოქმედების განხორციელებას ვთხოვთ ან ვავალებთ - მაგალითად ინფორმაციის გადმოგზავნა, რაიმეს ორგანიზება, და ა.შ. ამ შემთხვევაში, წერილი აუცილებლად
უნდა დასრულდეს მადლობის გადახდით.
7. ფრაზები, ოფიციალური წერილის დასაწყებად
წერილი დაწერეთ
ისე თითქოს მას საზოგადოების დიდი ნაწილი წაიკითხავს. წერილის წერისას თავი აარიდეთ
ზედმეტად პერსონალურობას. ამასთან ეცადეთ თქვენი სათქმელი ლაკონურად და ოფიციალურად
გადმოსცეთ, რათა თქვენი წერილის წაკითხვამ დიდი დრო არ წაართვას მკითხველს. ამასთან, წერილი უნდა იყოს ადვილად გასაგები ამიტომ ეცადეთ პუნქტებად ჩამოწეროთ.
- გაცნობებთ, რომ...
- ინფორმირების მიზნით, გიგზავნით...
- გწერთ (თქვენი წერილის) პასუხად...
- გიგზავნით, თქვენს მიერ მოთხოვნილ / გამოთხოვილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას, (ვუთითებთ იმ დოკუმენტების ჩამონატვალს რომელსაც ვაგზავნით).
8. ოქროს წესები
1.
წერილის
წერის დაწყებისას ჯერ ატვირთეთ თანდართული ფაილი,
2.
ბოლოს დაწერეთ ადრესატის ელ-ფოსტის მისამართი.
ეს რჩევები
დაგეხმარებათ, რომ არ გააგზავნოთ წერილი თანდართული ფაილის გარეშე და დაუმთავრებელი
წერილი მოულოდნელად არ გაგეგზავნოთ ადრესატთან. მაშინაც
კი როდესაც იყენებთ reply-ის უმჯობესია
სანამ წერილის დაწერას და გასწორებას დაასრულებთ ამოშალოთ ადრესატის მისამართი.
9. წერილზე პასუხის გაცემისას დროის ლიმიტი
წერილს უნდა უპასუხოთ 24 საათის, ან მაქსიმუმ
48 საათის განმავლობაში. თუ გადააჭარბებთ ამ დროს წერილი დაიწყეთ ბოდიშის მოხდით. - გამონაკლისი შემთხვევებია როდესაც წერილშივეა მოცემული თუ რა დროის შუალედში უნდა
ამცნოთ წერილის ავტორს პასუხი. იმისთვის რომ ინფორმირებული იყოთ წაიკითხა თუ არა თქვენმა
ადრესატმა წერილი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ხელსაწყო - https://www.rightinbox.com/ 10. „ბოლდი“ დიდი ასოების ნაცვლად
თუ უცხო ენაზე წერთ წერილს, უმჯობესია მნიშვნელოვანი
საკითხები „დააბოლდოთ“ ვიდრე დიდი ასოებით
დაწეროთ. დიდი ასოებით დაწერა ჟღერს როგორც ყვირილი. შესაბამისად, ასეთი სტილით მნიშვნელოვანი
ინფორმაციის გამოყოფა უტაქტობად ითვლება.
11. იუმორის გამოყენება
ოფიციალურ წერილებში ნუ გამოიყენებთ იუმორს, განსაკუთრებით
მაშინ თუ კარგად არ იცნობთ თქვენი წერილის მიმღებს და არ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ წერილის მიმღების რეაქცია. ის, რაც შეიძლება თქვენთვის სასაცილო
იყოს, შეიძლება არასწორად ჟღერდეს სხვისთვის. ამიტომაც, უმჯობესია თავი აარიდოთ იუმორს. თუმცა იყავით პოზიტიურები.
იუმორთან ერთად, არც „სმაილიკების/ემოჯების“ გამოყენებაა
რეკომენდირებული გარდა იშვიათი შემთხვევებისა.
12. წერილისთვის აუდიტორიის შერჩევა
აუცილებლად განსაზღვრეთ თუ ვის უგზავნით წერილს და რამდენად
აუცილებელია მათი კონფიდენციალურობის დაცვა. არსებობს წერილის გაგზავნის „3 სტილი“
TO / CC – (Copy Carbon) / BCC – (Blind Copy Carbon) - BCC ფუნქცია მალავს სხვა მიმღებების ელ-ფოსტის მისამართებს
და ხშირად გამოიყენება მათი კონფიდენციალურობის დასაცავად. ხოლო CC ის შემთხვევაში ჩანს ყველა ადრესატის ელ-ფოსტის მისამართი.
ამიტომ საჭიროა განვსაზღვროთ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ წერილის გაგზავნისას ადრესატთა პირადი სივრცის დაფარვა.
კიდევ რამდენიმე
დამატებითი რჩევა ელექტრონული ფოსტის ეფექტურად მოხმარებისთვის
· წერილში მოერიდეთ ძახილის ნიშნებს! მაქსიმუმ ერთხელ
გამოიყენეთ ეგეც მისალმებისას. - უკეთესია მისალმებისას და დამშვიდობებისას მძიმის გამოყენება.
· წერილის წერისას ფონტი უნდა იყოს კლასიკური საშუალო
ზომის. არ გამოიყენოთ ფერადი ასოები.
·
აუცილებლად შეამოკლეთ ბმულები და ისე გააგზავნეთ მათ
შორის დრაივის ბმულიც - ამას უწოდებენ "ბმულის ჩაშენებას". ზედემტად დიდი ბმულების შესამოკლებლად გამოიყენეთ შემდეგი ხელსაწყო - https://bitly.com/a/sign_in?rd=/bbt2/ (თუმცა Gmail-ის ბმულის ჩაშენების ფუნქციაც გამოსადეგია)
· მიუთითეთ რა ფაილს და დოკუმენტს აგზავნით - ჩამონათვალი
გააკეთეთ ციფრებით.
· დაზიპეთ დიდი ზომის ფაილები და ისე გადააგზავნეთ.
· ფაილები გადააგზავნეთ PDF ფორმატში.
· გადაფორვარდებისას გაითვალისწინეთ რა წერილს და რა ინფორმაციის
შემცველს აფორვარდებთ, მოერიდეთ ისეთი წერილის გადაფორვარდებას, რომელიც რომელიმე პირის პირად ინფორმაციას შეიცავს.
· არ დაგავიწყდეთ მიმღების მეილის მისამართის მეორეჯერ და კიდევ მესამეჯერ გადამოწმება.
· დატოვეთ პოზიტიური შთაბეჭდილება და დაემშვიდობეთ პოზიტიურად
- მაგალითად: დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, პატივისცემით, წარმატებულ დღეს გისურვებთ;...
· ყოველთვის დაადასტურეთ წერილის მიღება! - ეს სულ რამოდენიმე წუთს წაგართმევთ, მაგრამ ძალიან თავაზიან პიროვნებად წარმოგაჩენთ. მიწერეთ წერილის გამომგზავნთან: დიდი მადლობა
გიდასტურებთ ინფორმაციის გაცნობას, წერილის მიღებას, ღონისძიებაზე/შეხვედრაზე დასწრებას და ა.შ.
· თქვენი კოლეგის/მეგობრის ელ-ფოსტის მისამართის სხვისთვის გაზიარებამდე
აიღეთ კოლეგისგან/მეგობრისგან ნებართვა - ეს თქვენი კოლეგისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
· შვებულებაში გასვლისას დატოვეთ ავტო მოპასუხე, რომელიც
ამცნობს თქვენთან წერილის გამომგზავნს, რომ ხართ შვებულებაში და ვერ შეძლებთ მის წერილზე
დროულად პასუხის გაცემას.
· და ბოლოს, არასოდეს დაწეროთ წერილი მაშინ როცა გაბრაზებული ხართ, რადგანაც თქვენი სიბრაზე თქვენს მეტყველებაზე აღიბეჭდება და ამასთან, შესაძლოა თქვენი გაგზავნილი წერილი ცოტა უტაქტო იყოს.
იმედია ეს ინფორმაცია საინტერესო იყო თქვენთვის და გამოგადგებათ
პროფესიულ ცხოვრებაში.
ავტორი: მარიამ ისპირანი