მთებო მთებო რას ელით…

13
  
  მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით?
ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი?
იქნებ შვილი დაჰკარგეთ?
იქნება ძმა ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ?  პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი, რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას? არა აქვს იმას ბოლო, არც დასასრული, როგორც ღვთაებას.
ვაჟა ფშაველა
13