ნინას ჩანაწერებიდან

5
შრამები სხეულზე არაფერია. მხოლოდ სულის იარებია საშიში. რაღა ადამიანი ხარ თუ სხვის შეცდომებზე სწავლობ? ამ შემთხვევაში კარგავ უდიდეს სიამოვნებას, როლის მონიჭებაც მხოლოდდაცემის შემდეგ წამოდგომას შეუძლია.
სამწუხაროდ ირგვლივ ყველაფერი ილუზიით იფუთება. ჩვენ კი ამ შეფუთვას ვიღებთ და თავს ვიტყუებთ. როგორი იქნებოდა სამყარო თუ ყოველი ჩვენგანი საზოგადოების ტყვე კი არა, წევრი ბოლოს ერთსაც გეტყვი : ნურასოდეს იტყვი იმას, რისიც თავად არ გწამს. ცხოვრება ფასდება არა მისი სიგრძით არამედ შინაარსით.ყველა ადამიანის თვისებაა, შეცდეს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ ცდება ბრიყვია.
უმაღლესი ქმნილება ადამიანია და უმდაბლესი კი – ცხოველი, მაგრამ ბრძენთა საერთო აზრით, გაწვრთნილი ცხოველი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ზნედაცემული ადამიანი.
მხოლოდ მაშინ გახდები ადამიანი, როცა ისწავლი სხვაში ადამიანის ხილვას.
თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის, იგი რაღაცად ღირს.
ადამიანები შენ მიმართ კეთილები არიან, სანამ ქვედა საფეხურზე ხარ, გაუტოლდები თუ არა, ყურადღებით არიან, ხოლო როცა გაუსწრებ, შურის თვალით გიყურებენ.
ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი.
ადამიანი ფასდება არა ნიჭით, არამედ ნიჭის მოხმარების უნარით.
ადამიანი გაკიცხვას იოლად იტანს, დაცინვას კი- ვერა.
არ ფანტო დრო ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ შენთან ერთად გაატარლს დრო
უსაქმური ადამიანი არის ცხოველი, რომელიც დროს ჭამს.
კარგად ჩაცმული ადამიანი ის არის, ვისი ტანსაცმელიც ყურადღებას არ იქცევს.
ადამიანი შეიძლება ცხოველი გახდეს, მაგრამ ცხოველი ადამიანად ვერასოდეს იქცევა.უსაქმური ადამიანი ისარ მოტეხილ საათს წააგავს. ადამიანებს კი არ უნდა ებრძოდე, ადამიანებისთვის უნდა იბრძოდე.
ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.
5