ნუ დაუწყებთ ბედნიერებას სხვაგან ძებნას, ბედნიერება ჩვენშია და წვრილმანებშია..

Bysofia telauridzeGeorgia8 Nov, 2021
7
აინშტაინს აქვს გენიალური სიტყვები.წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია, წარმოსახვა მთელ სამყაროს მოიცავს. ჩემს ფანტაზიააში მე თავისუფალი ვაარ!..მართლაც ასეა, წარმოსახვა შემოსაზღვრული არ არის სპეციფიკური ჩარჩოებიით.ბავშვობიდან მიყვარდა წერაა, ბლოკნოტს ვაწარმოებდი სადაც ვწერდი სამომავლო გეგმებს, ჩემს მიზნებს, ოცნებებს. გავიზარდე და მივხვდი, რომ ბავშვები ყველაზე გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს.მათი ფანტაზია არ არის შეზღუდული. ერთ-ერთ ჩანაწერში მიწერია, რომ დიდი რო გავიზრდები მინდაა ძალიან მაღალი კიბე გავაკეთო და ღრუბელზე ავიდე. წლები გავიდა, ჩემი ოცნება მაინც არ შეიცვალა :)) თქვენ არ იცით რა კარგია ცაში ყურება, იქ დაფრინავენ ოცნებებიი..ვფიქრობ არის რაღაცეები რისი შეცვლაც დროსაც არ შეუძლია.ხანდახან მგონია, რომ ჩვენ თვითონ ვართულებთ ყველაფერს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვავიწყდება ის ღირებულებები რითაც შეიძლება საკუთარ თავს ბედნიერება მივანიჭოთ. ადამიანები უნდა ვაფასებდეთ იმას რაც უფასოდ გვეძლევა: საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, მათთან ყოფნა ვინც გვაბედნიერებს, ღიმილი რომელიც არაფერი ღირს, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის გრძელდება წამიერად მაგრამ მეხსიერებაში გვრჩება სამუდამოდ…
Bysofia telauridzeGeorgia8 Nov, 2021
7