ოლიგარქიული მართვის ფორმულა

8
დღევანდელი სახელმწიფო მმართველობის წარმატების ფორმულა არის ის, რომ სხვა გამოიყურებოდეს მასზე უარესად. ამიტომაც, ოლიგარქიული მმართველობა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე. ბუნებრივია, რომ ასეთ სისტემაში განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია…
სამწუხაროდ, ეს სტანდარტი დაამკვიდრებულია ამ 30 წლის განმავლობაში და ქართული ოცნებაც ამ სტანდარტით მართავს ქვეყანასა და პოლიტიკურ პროცესს. შესაბამისად, დღევანდელი პოლიტიკური ელიტა (სრულიად ლიბერალური ელიტა) სრულიად უვარგისია გაუმკლავდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გამოწვევებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც.
ეს სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!!!  ლიბერალიზმი და მასთან შეზრდილი ოლიგარქია არ არის 21-ე საუკუნის ქართული სახელმწიფოს მართვის ფორმა!!!
8