პირველი დეკემბერი

11
ხვალ პირველი დეკემბერია ❄️❄️❄️ ზამთრის პირველი დღე.
მთვარის მეოთხე ფაზა, წლის დასრულებამდე დარჩა 30 დღე.
1 დეკემბერს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე პიროვნებები იბადებიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - პრაქტიკოსი. ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან. თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ არიან, პრაქტიკულად, ყველანაირ სიტუაციაში იპოვიან კომპრომისს, რომ ამ ადამიანთან კავშირი არ დაკარგონ. ერთადერთი, რაშიც სიხისტეს ამჟღავნებენ, ეს მათი პრინციპები, შეხედულებებია.
როგორც ოპტიმისტი, ენერგიული, აქტიური ადამიანები, 1 დეკემბერს დაბადებულები სწრაფად პოულობენ მეგობრებს. არიან გულღია, გულწრფელი, ერუდირებული, მჭევრმეტყველი სხვისი მოსაზრებები მათთვის სულერთი არ არის. ეს ადამიანები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იციან სხვისი მოსმენა.
1 დეკემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ადამიანები არიან, მზად არიან თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ სამუშაოს. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ხშირად არაფორმალური ლიდერები მაინც ხდებიან.
ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უყვართ ადამიანებისა და სამყაროს იდეალურად წარმოჩენა, ამასთან ზედმეტად მიმნდობსაც მათ ვერ უწოდებ. ყველაფერზე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. გადაწყვეტილებას ზეწოლით ძალიან იშვიათად იღებენ.
1 დეკემბერს დაბადებულებს ტყუილად ლაპარაკი არ უყვართ. თავიანთ სიტყვას საქმით ამტკიცებენ. ეს მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ ადამიანებს აფასებენ, ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, მათი კომპეტენტურობაა.
პირველ დეკემბერს დაიბადნენ:
ლუი მეექვსე საფრანგეთის მეფე, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას შეუწყო ხელი.
ბიზანტიის პრინცესა ანა კომნინი, ერთ -ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმინდა პლატონის , რომანოზ დიაკონის და ყრმა ბარულის ხსენების დღეს.🙏
“ სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე.ამიტომ ვერ დავფრინავთ.ერთ მშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარდი კაცის გულშიაჩაბუდებული, უეცრად ამოხეთქოს, ქვეყნიერება წაილეკება.დადიან და დადიან.სახეზე არაფერი ეტყობათ. ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიზანი აქვთ.სახეზე მეც არაფერი მეტყობა.გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია. იმიტომ რომ ბიოლოგები ტყუიან. როდესაც ბიოლოგები სიცოცხლისა და სიკვდილისმეცნიერულად ახსნას ცდილობენ, ადამიანს ჭიაყელისაგან არ განასხვავებენ.სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.”
ჯემალ ქარჩხიძე
საახალწლო დეკორაციები:
11