რეალური პოლიტიკის დროა...

9
ბაიდენ-პუტინის ონლაინ შეხვრდრისას რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ნატო-ს გაფართოვება აღმოსავლეთის დასრულებულიყო და ეს დოკუმენტურად გაფორმებულიყო. ეს მოთხოვნა რათქმაუნდა პირველ რიგში საქართველოსა და უკრაინას ეხება. ამ მოთხოვნამ გერმანიის გამაერთიანებელი კანცლერის, ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი სიტყვები უნებლიედ გაგვახსენა: "არ ეომოთ რუსეთს, რადგან ის გიპასუხებთ თავისი გაუთვლელი სისულელით".
საქართველოს შემთხვევაშიც ნამდვილად ესეა, რადგან სსრკ დაბადებულ ადამიანებს კარგად ეხსომებათ ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთი 1985 წლიდან (პერესტროიკის პერიოდში) თუ როგორ ეწინააღმდეგობოდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლოს. მაშინ ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდია და მისი გუნდი არ იყო მოსული ხელისუფლებაში, ხოლო ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო (მხოლოდ ირაკლი წერეთელმა გააჟღერა ნატო-ში გაწევრიანების საკითხი).
საქართველოს დამოუკიდებლოის წინააღმდეგ ბრძოლა 1991 წლიდან დემოკრატიულმა რუსეთმაც გააგრძელა და კარგად გვახსოვს აფხაზეთის ამბები, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კომისარიატები, როგორ ორგანიზებულად აგზავნიდა საქართველოში საომრად ყოფილ საბჭოთა სამხედროებს. არაფერს ვამბობ შეიარაღების მიწოდებაზე და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო ოპერაციაზე ტამიშთან აფხაზეთში.
ისტორიული ფაქტია, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის თუ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, არც კი იყო გაჟღერებული ნატო-ში გაწევრინება და არც საგარეო პრიორიტეტად განიხილებოდა წევრობის საკითხი. ნატო-სკენ სწორედაც რუსეთმა, ჩვენი მეზობლებიდან მხოლოდ რუსეთმა უბიძგა საქართველოს. მეტსაც ვიტყვით სხვა გზაც არც დაუტოვა საქართველოს, რათა როგორმე დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა. ასევე უდავო ფაქტია, რომ საბჭოთა მარწუხებიდან განთავისუფლებულმა, დემოკრატიულმა რუსეთმა, არც კი ისურვა საქართველოსთან მეგობრობა და კითილმეზობლობა, ხოლო ეხლა ისტერიკაშია და ყველა მეთოდით ცდილობს საქართველოს სვლა შეაჩეროს.
საქართველოსთან ურთიერთიერთობაში თავისი გაუთვლელი სისულელით შექმნა დრევანდელი მოცემულობა და ამის შედეგია, რომ საქართველო პირველი სახელმწიფოა, რომელთანაც რუსეთს ოფიციალურად ჰქონდა ომი. რუსეთის გაუთვლელი სისულელეების შედეგები, როგორც წესი ომებით მთავრდება.
ასე, რომ კავკასია, რომ რუსეთის პოლიტიკის სუსტი წერტილი იყო და არის. ამას საუკუნეებიც ამტკიცებენ. ამიტომაც, არ იქნებოდა საქართველოს ნატო-სკენ სცლა, რუსეთი მოიგონებდა სხვა მიზეზს, ოღონდ ერთიანი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არ არსებობდეს კავკასიაში. როგორც საბოლოოდ ჩანს იგი საქართველოს აღიქვამს კავკასიაში მისი უპირობო ჰეგემონიის ხელისშემშლელ ფაქტორად და ამას არაფერი ეშველება (უახლოეს თვალსაწიერში მაინც).
საქართველომ კი აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს, რათა უზურუნველყოს საკუთარი ეროვნული ინტერესები კავკასიაში.
ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გაიგოს მარტივი ჭეშმარიტება: დღეს რეალური პოლიტიკის დროა და არა ემოციებით ჟანგლიორების!!!   
9