სასურველი ვაკანსიის მოძიება ერთ-ერთ რთულ პროცესს წარმოადგენს. საქართველოში არსებულ ვაკანსიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რამდენიმე საძიებო სისტემა არსებობს რომლებსაც ამ სტატიაში გაგიზიარებთ. გარდა ვაკანსიის ძიებისა,
ეს პლატფორმები მოგცემთ შესაძლებლობას მოიძიოთ ინფორმაცია ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და ტენდერების შესახებ.
1. ყველასთვის კარგად ნაცნობი
jobs.ge რომელიც შეიქმნა 1998 წელს, როგორც დასაქმების ხელშემწყობი პროექტი. დღეს-დღეობით ჯობს.გე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-გვერდია ქვეყნის ფარგლებში. იგი ასევე მოიცავს ყველაზე ფართომასშტაბიან ელექტრონულ დაგზავნას, რის გამოც ჯობს.გე ყველაზე ეფექტური და ქმედითი საინფორმაციო რესურსია ადგილობრივ ვირტუალურ ბაზარზე.
2.
hr.ge არის ვაკანსიების, პროექტების, ტენდერების საძიებო
სისტემა, სადაც უამრავი კომპანია აქვეყნებს ვაკანსიებს. პლატოფრმაზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ
და ვაკანსიებზე/პროექტებზე/ტრენინგებზე ერთი ღილაკის დაჭერით გააგზავნოთ განაცხადი.
3.
unijobs.ge - პლატფორმა სადაც ხელმისაწვდომია ვაკანსიების,
ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, შესახებ ინფორმაცია. აქ განთავსებული ინფორმაცია განსაკუთრბით საინტერესოა იმ ადამინებისთვის ვინც კარიერას ახლა იწყებს.
პლატფორმას აქვს ბლოგების განყოფილება სადაც თქვენთვის არაერთ სასურველ თემაზე წაიკითხავთ
ინფორმაციას.
4.
awork.ge – ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და ტენდერების შესახებ საძიებო სისტემა. ეს პლატფორმა საშუალებას გაძლევთ პროფესიონალური CV-ს შედგენის, ვაკანსიების ადგილმდებარეობით/ფილტრებით მოძიებნის და საიტიდან გაუსვლელად CV-ს გაგზავნის.
5.
myjobs.ge- არის თანამედროვე და მოსახერხებელი დასაქმების პორტალი, რომელიც სამსახურის მაძიებლებს აკავშირებს უშუალოდ დამსაქმებლებთან, ხოლო ტრენინგებს და კურსებს კი, პოტენციურ მსმენელებსა და აუდიტორიასთან. დღეისათვის, საიტზე რეგისტრირებულია 6000-ზე მეტი კომპანია და 132 000-მდე რეზიუმე.
6.
motivation.ge - აღნიშნულ პლატფორმაზე თავსდება ვაკანსიები.
ყველა ვაკანსიას აქვს მითითებული ფიქსირებული ხელფასის ოდენობა. ვაკანსიები დაყოფილია უამრავ კატეგორიებად მათ შორის არის კატეგორია -
"გამოცდილების გარეშე";
თვითონ პლატფორმიდან ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება არის მარტივი პროცედურა. პლატფორმაზეა შესაძლებელი რეზიუმეს ატვირთვა.
7.
sfero.ge - ერთ - ერთი საინტერესო პლატფორმაა სასურველი
ვაკანსიების საძიებლად, სადაც დაგხვდებათ უამრავი საინტერესო განაცხადი.
8.
hr.gov.ge- თუ საჯარო სექტორში მუშაობით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ აღნიშნული პლატფორმით ისარგებლოთ. ვებ–გვერდის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს.
ეს არის ერთადერთი გზა, მიიღო მონაწილეობა კონკურსში და დაიწყო შენი კარიერა საჯარო სამსახურში. ამ ვებ–გვერდზე დარეგისტრირებულია 199,384 სამსახურის მაძიებელი და 383 საჯარო უწყება/დამსაქმებელი.
9.
worknet.moh.gov.ge - WorkNet - ეს არის ელექტრონული სივრცე, რომელიც შეიქმნა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით და ხელშეწყობით.
პორტალი, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ. ეს არის
პროგრამა, რომელიც გაძლევთ განვითარების შესაძლებლობას და გაწვდით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.
10.
job.edu.ge - არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი დასაქმების პორტალი. პლატორმაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამსაქმებლების დარეგისტრირება. პლატფორმაზე მარტივად შეგეძლებათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიების, ტრენინგების, პროექტების, გაცვლითი პროგრამების, გრანტების და ტენდერების შესახებ ინფორმაცია. პლატფორმა ყველა სეგმენტზეა გათვლილი მათ შორის ადამიანებზე, ვინც ახლა იწყებს კარიერას. ამავე დროს განთავსებული ვაკანსიები სტუდენტებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. - ამიტომაც ნუ გადადებ, დარეგისტრირდი ახლავე, რათა გამოიყენო პირველივე შესაძლებლობები!
11. და ბოლოს, რესურსი მათთვის ვინც დისტანციურ სამსახურს ეძებს -
https://weworkremotely.com/ - აქ ნახავთ მხოლოდ იმ ვაკანსიებს რომლებზეც, მხოლოდ დინსტანციურად მუშაობა შეგეძლებათ.
ავტორი: მარიამ ისპირიანი