საპატიო წევრობა

7
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და კავშირის საპატიო წევრის სტატუსს ანიჭებს აშშ მცხოვრებ თანამემამულეს, ბატონ გოჩა ვეტრიაკოვს.
ბატონი გოჩა არის საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი, მესამე რანგის კაპიტანი და სამხედრო ძალების ვეტერანი. იგი უკვე წლებია ცხოვრობს ტეხასში (აშშ) და ფლობს საკონსულტაციო კომპანიას, არის ბიზნესმენი. მისი მხარდაჭერით 2021 წელს დაფინანსდა ჩვენი კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი და 2022 წელსაც სურს გააგრძელოს ჩვენი კავშირის მხარდაჭერა.
სდსს ვეტერანთა კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ბატონ გოჩას გადაეცა საპატიო წევრის სტატუსის დამადასტურებელი სიგელი
7