სხვებთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება⬇️

8
მე თქვენ გამიცანით მინდოდა წვენი თქვენ თვითონ მიხვდით და მომაწოდეთ. პირველი რაც მე გავიფიქრე რა ყურადღებიანი და სასიამოვნოა. მერე კიდე რაღაც მოხდა და კიდე გააკეთეთ რაც მე მინდოდა აღვფრთოვანდი თქვენით და მერე მე ამას უკვე ვითხოვ.. მერე მე ვბრაზდები რაღაც რომ მინდა რატომ ვერ მიხვდი. ჩემი მოთხოვნების ზრდა განაპირობა ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების შეცვლა. ანუ ხშირად ურთიერთობაში ჩვენ ეგ გვეშლება რო ჩვენ ვზრდით ადამიანის მიმართ მოთხოვნებს და ყოველთვის ვერ გამომყვები. თუ რატომ ვზრდით მოთხოვნებს?
ადამიანს მართავს ემოციები. მე რო პირველად გნახე ძალიან აღვფრთოვანდი. ეს ემოცია მახსოვს და მეორედ რომ გნახე ველოდები იმ დოზის ემოციას და იმ დოზის ემოციას როგორ მომცემ თავიდანვე ყველაფერი გაეცი და მე ვფიქრობ რომ რაღაც შეიცვალა წინაზე უფრო კარგი იყო იმიტომ რომ დოზა ვერ მივიღე. ამიტომ ხარვეზები უნდა ვეძებოთ ხანდახან იმაში, რომ შენ კი არა ხარ ცუდი მე გავზარდე..მაგრამ გვიკვირს რატომ ვერ მიხვდა, როგორ ვერ მიხვდა..
ხშირად ამ ყველაფერს შველის გახსნილი კომუნიკაცია.რა გინდა გავასწორო ურთიერთობაში შენთან, რომ მე შენთან კარგად ვიყო და მე გეტყვი რა მინდა გაასწორო.კომუნიკაციის გახსნა ძაან ხშირ შემთხვევაში არის გამოსავალი. შედეგი რა მინდა მივიღო ყოველთვის იფიქრე შედეგზე.არის თანამშრომელი ხმას აუწევ და ვეღარ მუშაობს აღარ მუშაობს კი არა ვეღარ მუშაობს, არის თანამშრომელი აუწევ ხმას და მუშაობს. შენ თუ ორივესთან ამ მეთოდს იყენებ ჩათვალე, რომ ხელმძღვანელი არა ხარ.იმიტომ რომ შენი ამოცანა რა არის ვუყვირო თუ იმუშაოს? თუ ამოცანაა რომ იმუშაოს მაშინ მე ის უნდა შევურჩიო რის მერეც ეს განხორციელდება.მეტი ფიქრია იმაზე საჭირო ვისთანაც შევდივართ კომუნიკაციაში.
მე რა მინდა შენ გაგაკეთებინო ეგ ხომ ვიცი აი როგორ უნდა გაგაკეთებინო ამაზეა მეტი ფიქრი საჭირო.ჩვენ როგორც წესი არ ვფიქრობთ ამაზე და პირდაპირ მინდა და რო არ აკეთებ ვბრაზდები. ჩვენ ხომ ვბრაზდებით იმაზე მე რომ გთხოვე და არ გამიკეთე მე რომ მოთხოვნებს ვზრდი ყოველთვის ვერ გამომყვები.ერთი რაღაც რომ გამიკეთე მეორეს გთხოვ, მესამეს და ეს ხარისხობრივად ზემოთ იწევს და რომ ვერ მომყვები ვბრაზდები და სულ მავიწყდება რომ პირველი მეორეც რომ გააკეთე იმისთვისაც მადლობელი უნდა ვიყო.
8