⬇️ფრაზები რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ😊❤️

11
1.ეს ვინ არის, ჰგონია რომ ყველაფერი იცის.. ვიღაცის მომავალი სიდედრია, ახლავე გეუბნებით.
2.ლუი იმედია გაგიხარდა ეს ციგა.12 დოლარი ღირდა, სამაგიეროდ 1 თვე არ გაჭმევ!
3.ლუი, ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო-მწვანე კარტოფილი, მწვანე მაკარონი, მწვანე სალათა. -სალათა ისედაც მწვანეა. -რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ.
4.რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს..
5.რაო?? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში.
6.-როდესაც პატარა ვიყავი, ნაძვის ხის სადგამი არ გვქონდა! ამიტომ რიგრიგობით ვიჭერდით ხელში..
7.ლუი, პატარა რომ ვიყავი და მამას ვეხმარებოდი, ფარნები არ გვქონდა.შუქიც კი არ იყო, სარკეს ვიჭერდი, რომ მზის სხივი ამერეკლა და მამაჩემს ისე ვუნათებდი.
8.-ლუი რამდენი წლის ხარ? -ექვსის.. -მე რომ შენხელა ვიყავი, შვიდი წლის ვიყავი..
9.-ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა, უარი არ უთხრა. -კი მაგრამ მამა შენ ხომ გიყვარს ჩვენი მანქანა?? -სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასაად??..
10.-ძვირფასო სიდედრო, როგორც ყოველთვის, ბოდავთ
11.-მამა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?? -პასუხების მეტი რა მაქვს შვილო. მიდი, დამისვი..
12.ენდი: გინდათ ამბავი მოგიყვეთ და ცოტა დაგამშვიდოთ? შუა ბრძოლაა, ღამეა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისი არა.
13.-მამა თეთრ დათვებს რომ ეჭიდავებოდი არ გეშინოდა? -რას ამბობ, ლუი, ბებიაშენთან სამი საათი გავატარე და არ შემშინებია და თეთრი დათვი შემაშინებდა?
11