ფრანგი დიზაინერი, Thierry Mugler-ი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

15
ინფორმაცია Mugler-ის ოფიციალურ Facebook-ისა და Instagram გვერდებზე, დღეს დილას გამოქყვენდა. როგორც დიზაინერის წარმომადგენლები იუწყებიან Thierry-ი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 
"It is with deep sadness that the House of Mugler announces the passing of Mr Manfred Thierry Mugler. A visionary whose imagination as a couturier, perfumer and image-maker empowered people around the world to be bolder and dream bigger every day."
ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა თავისი ბრენდი 1973 წელს დაარსა და მალევე მსოფლიო აღიარება მოიპოვა მისი არასტანდარტული და განსხვავებული ხედვით. აბსტრაქტული, განიერ მხრებიანი სილუეტები, პლასტმასის მსგავსი ფუტურისტული ქსოვილები, უცნაური, ზოგჯერ რობოტის მსგავის კოსტიუმები - ეს გახლადათ დიაზნიერის სამუშაო ნიშა, რომელიც არა ერთი ათწლეული მაღალ მოდას საზღვრავდა. 
აღსანიშნავია, რომ მოდის გარდა ტიერი ქმიდა ფილმებს, დაინტერესბული იყო ფოტოგრაფიით, აკრობატიკითა და ცკევით. თავადაც არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ სურდა ადამიანის სხეულის, როგორც ხელოვნების შესწავლა. 
ის სამოსს ქმნიდა თეატრალური წარმოდგნებისთვისაც, მათ შორის იყო  ფრანგული კომედიის თეატრში დადგმული "მაკბეტი".
15