ქალი ფოტოგრაფების გავლენა მე-20 საუკუნის სტერეოტიპულ საზოგადოებებში

12
ქალების მიმართ სტერეპტიპული დამოკიდებულებები საუკუნეების განმავლობაში თითქმის ყველა სფეროში იჩენდა თავს, გამონაკლისი არც ფოტოგრაფია ყოფილა. ამაღელვებელია, რომ ამ კრიტიკული სივრცეების მიუხედავად, ქალები არ წყვეტდნენ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას და თან და თან უმტკიცებდნენ მსოფლიოს მათ სიძლიერეს თუ ნიჭიერებას. 
მე-20 საუკუნეში ჰომაი ვიარავალა ინდოეთის პირველი გამოჩენილი ფოტოჟურნალისტი ქალი გახდა. თავისი კამერით მან თანამედროვე მუმბას ცხოვრება ჩაწერა, იღებდა გულწრფელ, ბუნებრივ ფოტოებს, უღებდა ცნობილ ადამიანებს, ისეთებს, როგორიცაა პრემიერ მინისტრი - ჯავაჰარლალ ნერუ და ასახავდა ინდოეთის დამოუკიდებელი ერის ყოფას თუ სანახაობრივი სცენები.
ვიარავალას ყოფნა მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროში ხშირად აკვირვებდა დამთვალიერებლებს.
"როცა სარიში გამოწყობილს, კისერზე კამერა მეკეთა და ვიღებდი, უკვებლივ ყველას უკვირდა, ზოგს ეგონა უბრალოდ ვთამაშობდი, სერიოზულად არ აღმიქვავდნენ" - ჰომაი ვიარავალა 
ვიარავალას მსგავსად, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ქალი შეხვდა მსგავს დაბრკოლებებს - შემთხვევითი მიზოგინიიდან დაწყებული ფოტოგრაფიის სამყაროში სექსიზმამდე. მიუხედავად ამ გამოწვევებისა ქალმა ფოტოგრაფებმა მათი სტუდიური პრაქტიკის, გაბედული ჟურნალისტიკის და შემოქმედებითი ინოვაციების მეშვეობით შექმნეს სულ სხვა ხედვითი ფოტოგრაფია. 
კარიმე აბუდი, უსათაურო , 1930-იანი წლები, პალესტინა, ჟელატინის ვერცხლის პრინტი
ლიზელოტა გრშებინა, ტურნერინი (ტანვარჯიში) , 1930 
ფრენსის მაკლაფლინ-გილი, უსათაურო , 1946
ჰომაი ვიარავალა, სერ ჯემსეტი ჯიჯიბჰოის ხელოვნების სკოლის სტუდენტები, ბომბეი, 1930-იანი წლების ბოლოს
სიუზან ვუდსი
ფოტოგრაფ სიუზან ვუდს ჰქონდა წარმოუდგენელი ცხოვრება და კარიერა, როგორც ფოტოგრაფი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გავლენიან ქალს. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, მისი ნახატები ამშვენებდა ჟურნალების გარეკანებს/გვერდებს, როგორიცაა "Life", Vogue და Harper's Bazaar, ხოლო მისი საგნები მერყეობდა მოდადან, საკვებიდან, სახვითი ხელოვნებისა და ნატურმორტიდან.
მისი წიგნი, "ქალები" (2018 წ): პორტრეტები 1960–2000 , აერთიანებს სიუზანის რამდენიმე ყველაზე საკულტო ფოტოს, რომელიც ასახავს ქალის გავლენისა და ძალაუფლების ვიზუალურ ისტორიას შეერთებულ შტატებში. 
ინგლისი, 1968 წ.
"მე არ მაინტერესებდა მოდა ან ცნობილი ადამიანების სიახლოვე, ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო ჩემი გონებისგან. რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა იყო კამერის, როგორც მედიის, გამოყენება სამყაროს დასაკვირვებლად, მასზე კომენტარის გასაკეთებლად, მისგან სწავლისა და მომხდარის გადმოსაცემად.
ეს იყო ჩემი განზრახვა. ვფიქრობდი, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდებოდა და ამას გარკვეული დრო დასჭირდა. ძირითადად ვიმსხვრევდი კიდეც ერთ მხარეს ან მეორე მხარეს. ჩამოყალიბებას დაახლოებით 10 წელი დასჭირდა. და ეს კარგი იყო! ამასობაში ვსწავლობდი ამის გაკეთებას. ვხედავდი რა ხდებოდა, ექსპერიმენტებს ვატარებდი." - სიუზან ვუდსი
მართა სტიუარტი ვესტპორტში, კონექტიკუტი, 1976 წ.
ფემინისტური ღილები მოდელის ჯინსის ქურთუკზე, ფოტო "Ms. Magazine"-ის სტატიისთვის , 1964 წ.
მხატვარი ბარბარა ჩეიზ-რიბუდი ფილადელფიაში, 1979 წ.
ბეტსი ჯონსონი ნიუ-იორკი, 1966 წელი.
Marchese Sieuwke Bisleti თავის ლეოპარდებთან ერთად ტანზანიაში, აფრიკა, 1961 წელი.
დიზაინერი ჰანაე მორი ნიუ-იორკში, 1987 წ.
"უნდა გითხრათ, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ რაიმე დისკრიმინაცია ან სირთულე იყო, რადგან ქალი ვიყავი. თავში აზრადაც არ მომსვლია ამაზე ფიქრი. ყველა ვინც ოცნბების ახდენაში დამეხმარა ქალი იყო. 
მგონია, დღეს უკვე დროა, თანაბრად აღქმულები და დაფასებულები ვიყოთ, თანაბრ ანაზღაურებას ვიღებდეთ" 
ჟურნალის რედაქტორი სიუზან ლ. ტეილორი ნიუ-იორკში, 1987 წ.
მარცხნივ: ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანი მელბა ტოლივერი, ნიუ-იორკი, 1977 წელი. მარჯვნივ: მსახიობი ჯეინ მენსფილდი ნიუ-იორკში, 1955 წელი.
რეკლამის მენეჯერი მერი უელსი ლოურენსი, ნიუ-იორკი, 1966 წ.
მარცხნივ: კინორეჟისორი კლაუდია ვეილი ბრონქსში, ნიუ-იორკი, 1980 წელი. მარჯვნივ:  კინორეჟისორი და პოლიტიკური აქტივისტი სიუზან სონტაგი, ნიუ-იორკი, 1970 წ.
სტიუარტი ვესტპორტში, კონექტიკუტი, 1976 წ.
12