უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის პრივილეგიების გაზრდის მიზნით, ამ ზაფხულს წარდგენილი კანონპროექტის ლობისტად საქართველოს პარლამენტის ბიურომ
სარაჯიშვილის იურიდიული ოფისის ადვოკატი
ზაალ სარაჯიშვილი რეგისტაციაში გაატარა. ლობისტური კანონმდებლობის შესაბამისად, ლობისტი იწყებს მუშაობას პარლამენტის წევრებთან, ფრაქციებთან, კომიტეტებთან და კომისიებთან.
წარდგენილი კანონპროექტის მიზანია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე თანამემამულეებისთვის პრივილეგიების გაზრდა საქართველოში, კერძოდ:
1. საქართველოში უვიზდოდ ყოფნის 30 დღის ნაცვლად, უვიზოდ იმყოფებოდეს საქართველოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის (3 წლის) განმავლობაში.
2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის (3 წლის) განმავლობაში, აღარ ესაჭიროებოდეს დამატებით ბინადრობის ნებართვა ყოველ 6 თვეში.
3. გამარტივებული წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.
4. შეიძინოს ან მემკვიდრეობით მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
5. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში, როდესაც იგი საქართველოში ახორცილებს სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობას.
ამჟამად, მიღწეულია შეთანხმება პარლამენტის რამოდენიმე წევრთან და უახლოეს პერიოდში წარდგენილი კანონპროექტი დარეგისტრირდება როგორც საკანონმდებლო ინიციატივა...