შაკირას გახმაურებული საქმე, სადაც მომღერალს 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

12
შაკირას სამართლებრივი პრობლემები 2018 წელს დაიწყო, როდესაც ესპანეთის ხელისუფლებამ იგი დაადანაშაულა 2012-დან 2014 წლამდე 14, 5 მილიონი ევროს, ანუ თითქმის 15 მილიონი აშშ დოლარის გადასახადებისგან თავის არიდებაში, ეს გახლდათ სამწლიანი პერიოდი, რომლის დროსაც იგი ამტკიცებდა, რომ ჯერ ოფიციალურად არ გადასულა ესპანეთში.
მოსამართლემ წინა წელს დაასკვნა , რომ პროკურორებმა შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულებები სასამართლოში საგადასახადო თაღლითობის ბრალდების განსახილველად.
"El País"-ის ცნობით, წინა პარასკევს 45 წლის პოპ ვარსკვლავს, პროკურორებმა 6 ბრალდება წაუყენეს, ესაპნური გაზეთის თანახმად, ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმ დიდი რაოდნობით საგადასახადო ვალს, რომელიც შაკირას ეკუთვნის და რომელიც ფუნდამენტურად დანაშაულს. 
გრემის მფლობელი შემსრულებელი, რომელიც ცნობილია ისეთი ჰიტ სიმღერებით, როგორიცაა "Hips Don't Lie" და "Waka Waka", არაერთხელ უარყო დანაშაული, მათ შორის 2019 წელს სასამართლოში ჩვენების დროს.
შაკირას პუბლიცისტებმა ლონდონში განაცხადეს, რომ მომღერალი "ყოველთვის თანამშრომლობდა და ემორჩილებოდა კანონს, აჩვენებდა უნაკლო ქცევას, როგორც ინდივიდი და როგორც გადასახადების გადამხდელი"- იტყობინება "Associated Press"-ი. 
მისმა საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ მომღერალმა საქმის დაძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ დაფარა ის თანხა,  რომელიც ქვეყნის საგადასახადო სააგენტოს ეკუთვნოდა, ამის გარდა მან სევე შეიტანა დამატებითი 3 მილიონი ევრო პროცენტის სახით. როგორც El País იტყობინება,  ეს გადახდები,  პროკურორებმა შესაძლოა შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნიონ, როდესაც საქმე ეხება პოტენციური პატიმრობის ხანგრძლივობას.
საგადასახადო თაღლითობის ბრალდებები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობდა შაკირა 2012 წლიდან 2014 წლამდე. ის ამტკიცებს, რომ მისი საგადასახადო რეზიდენცია ბაჰამის კუნძულებზე იყო 2015 წლამდე, სანამ ის ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად თავის პარტნიორთან, FC Barcelona-ს ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან ერთად. 
მაგრამ ესპანელი გამომძიებლების თქმით, შაკირამ, სავარაუდოდ, 200 დღეზე მეტი გაატარა ქვეყანაში ამ სამი წლის განმავლობაში. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს, რომ ფიზიკური პირი, რომელიც ქვეყანაში რჩება 184 ან მეტი დღის განმავლობაში, ითვლება რეზიდენტად საგადასახადო მიზნებისთვის. ეს დასკვნები, რომელიც პირველად გამოქვეყნდა El País-ის მიერ 2020 წელს, ეფუძნებოდა შაკირას განრიგის რეკონსტრუქციას, როგორიცაა ფანებისა და ფოტოგრაფების მიერ საჯარო ხილვები. 
პროკურორები ასევე ამტკიცებენ, რომ შაკირამ იყიდა ქონება ბარსელონაში 2012 წელს, რომელიც მოგვიანებით გახდა მისი ოჯახის სახლი პიკესთან, იტყობინება Reuters .
შაკირა იყო იმ ცნობილ ადამიანთა შორის, რომელთა სახელებიც გამოჩნდა გაჟონილ ფინანსურ დოკუმენტებში, 2017 წლის Paradise Papers- ში და 2021 წელს Pandora Papers-ში. გამოძიებამ იგი დაუკავშირა ოფშორულ კომპანიებს საგადასახადო "სამოთხეებში", როგორიცაა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და მალტა.
ჯერ-ჯერობით საქმე განხილვის პროცესშია და დადასტურებული არ არის, თუმცა მომღერალი უარყოფს ბრალდებას და ირწმუნება, რომ თავის უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებს. 
12