შენც შეგიძლია

11
134 წლის წინ ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელმაც ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა.ზღაპრებში ან თუნდაც რეკლამებში ამის გაკეთება ძალიან მარტივია. საჭირო დროს აქ ყოველთვის ჩნდება რაღაც ჯადოსნური ნივთი რომლითაც ყველა პრობლემის გადაჭრა ერთი ხელის მოსმით შეიძლება განსხვავებით რეალური ცხოვრებისაგან სადაც ცვლილებას შეიძლება წლები დასჭირდეს.
ადამიანებს ეშინიათ ცვლილების. ცვლილების შიში კი ყველაზე საშიში დაავადებაა, რადგან ერის გადაგვარებას ერთ ადგილზე დგომა იწვევს და არა ცვლილება. სინამდვილეში სულაც არ უნდა გეშინოდეს იმის, რომ თუ კი შეიცვლები, თუ კი მსოფლიოს აუწყობთ ფეხს მაშინვე მოვა ვინმე გადამთიელი და ქართველობას წაგვართმევს. პირით, შენს ქართველობას, შენს ნამდვილ იდენტობას, სწორედ მაშინ კარგავ როდესაც უარს ამბობ ცვლილებაზე, როდესაც ყველაფრის დაკონსერვებას იწყებ, ასე ხომ შენგან, ქართველისგან, უბრალოდ შენი ეთნოგრაფიული ეროვნულობაღა გრჩება რომელიც მხოლოდ ტურისტისთვის არის საინტერესო, მაგრამ გვიღირს კი? ვიცხოვროთ სამუზეუმო ექსპონატად.
სამყაროში სადაც ყველაფერი ცვალებადია, ეპოქა, შეხედულებები, ადამიანი, მოღრუბლულობა, თქვენ მე ან თუნდაც საზოგადოება, რომელიც დროდადრო იღვიძებს და იწყებს ფიქრს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, დაუკვირდით სიტყვებს შეიცვალოს და არა უნდა შევცვალო. ჩვენ ხომ ყოველთვის ველოდებით, რომ გაიხსნება ზეცა და მოვა ვიღაც ვინც ჩვენ ნაცვლად შეცვლის იმას, რაც ჩვენ გვაწუხებს.იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ გვცალია, ათასი საქმე , ათასივე უკიდურესად მნიშვნელოვანი.
გვავიწყდება რა შეიძლება იყოს ჩვენი მთავარი მიზანი, რისკენ მივდივართ, რას ვცვლით იმისათვის, რომ მომავალზე მართლა ჩვენია ვთქვათ და ეს ჩვენია მხოლოდ მოგიწყენიას რითმად არ დარჩეს.
ყველა დიდი მოგზაურობა ხომ ერთი თამამი ნაბიჯით იწყება.შეგიძლია დაიწყო უბრალოდ იმით, რომ ხუთ წუთში მართლა ხუთ წუთს ნიშნავდეს და არა ნახევარი საათი. ცვლილებებს იდეა იწვევს და არა სასმელი რომლითაც უბრალოდ შეგიძლია ეს ცვლილება აღნიშნო. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. მთავარია გახსოვდეს ერთი, შენც შეგიძლია!
11