შენ იზიდავ ყოველივეს,რაც შენს ცხოვრებაში ხდება✨✨✨

8
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვიზიდავთ ყოველთვის იმას რაზეც ვფიქრობთ....შეიძლება ეს ფიქრი წამის მეასედი გაელვება ყოფილიყო ჩვენს გონებაში, შეიძლება კი დიდი დრო დაგვეთმო მისთვის....
ძალიან ბევრჯერ შევწინააღმდეგებივარ გონებაში ამ მოსაზრებას: როგორ? რანაირად? აბა ვის უნდა ცუდად იყოს? ან როგორ შეიძლება დამოკიდებული ურთიერთობები მოსწონდეს ადამიანს და ამას იზიდავდეს?!
თუმცა.....წლების შემდეგ
აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ამაზე ფიქრს (ნეგატიურ ფიქრებს , ნეგატიურ აზრებს, ნეგატიურ სიტყვებს ვგულისხმობ) იმდედნად დიდ დროს ვუთმობთ, რომ ის თავისთავად ხდება უკვე ჩვენს ცხოვრებაში... გასაგები რომ იყოს:დილით ნეგატიური ფიქრებით ვიღვიძებთ:-კიდევ ერთი დღე გათენდა , უფ ახლა რა დააღამებს?! ან რა წავა სამსახურში?1უფ როგორ მეზარება.... და ასე შემდეგ....
და ვიღვიძებთ ფიზიკურად დაღლილები...გახსენდებათ ასეთი სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში? მე კი, აი ახლა , როდესაც ამას ვწერ გამხსენდა წლების წინ ჩემი შეგრძნებები....ვიცი ასეთი შეგრძნება ძალიან ბევრს აქვს...
და აბა , როგორ ფიქრობთ, როდესაც ჭურჭელს აავსებთ ტალახიანი წყლით, ის შეძლებს გაფილტვრას? ვერა რა თქმა უნდა... ან დაილექება ძირში გარკვეული დროის შემდეგ!(თუ არ დაეხმარა გარეშე პირი!) სწორედ ასეა ჩვენი არაცნობიერიც- ის ნეგატივითაა სავსე, ამას ჩვენთვითონ ვაკეთებთ, ანუ ჩვენ ვავსებთ მას არასუფთა წყლით. მერე, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ნეგატვი შეიძლება დაილექოს, ანუ სხვა რამით დაიფაროს, და არა გაიფილტროს ან დაიწმინდოს! არა!!!! ეს რჩება ჩვენს არაცნობიერში ფსკერზე, როგორც ჭიქაში ჭუჭყიანი წყლის ნალექი!!!! და ეს ნალექი ყოველთვის გამოავლენს მის თვისებას.....ხასიათს.... გემოს.... და ეს გამოვლინებაა ჩვენს ცხოვრებაში- დამოკიდებულებები, ქცევები, წარუმატებლობები, ნეგატიური ემოციები....პასუხებს ვეძებთ(ვეზებთ კი?!?!) ყველგან- მედიცინაში, ჰოროსკოპში, მკითხავთანაც კი.... თუმცა არა საკუთარ თავში!!! არადა ყველა პასუხი ჩვენშია! ამას არც კი სჭირდება დიდი დაკვირვება, დიდი დროის დახარჯვა, დიდი "ფილოსოფია", უბრალოდ დაუკვირდი შენს ფიქრებს-რა სახისაა ის? ნეგატიური თუ პოზიტიური! დაუკვირდი, რას ეძებ სხვა ადამიანში- დადებით თვისებებს თუ უარყოფითს? როგორ იღვიძებ- მადლიერებით თუ ბუზღუნით?! და პასუხებიც სწორედ ამ შეგრძნებებშია....
და გააცნობიერებ , რომ სამყარო, სხვა ადამიანები ნაკელბად "დამნაშავეები" არიან შენს ყოველდღიურობაში! ნამდვილი "დამანაშავე" მხოლოდ შენი ფიქრებია!
ხოდა, თუ არ გაკმაყოფილებს, თუ არ მოგწონს ის, რაც გაქვს, შეცვალე ფიქრის მიმართულება... გაგიჭირდება, მაგრამ შეძლებ! იყავი მადლიერი, იმისი რაც გაქვს, იმისი ვინც ხარ, ან სადაც ხარ, და ყველაფერი სწორ კალაპოტში ჩადგება! მერწმუნეთ, ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა! წუწუნისთვის, უმადურობისთვის, კრიტიკისთვის ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს....
სითბო და სიყვარული უკან დაგიბრუნდება, კრიტიკაც უკა დაგიბრუნდება, რადგან ბუმერანგის კანონი მოქმედებს ხომ?
არჩევანი შენზეა....
სიყვარულით და მადლიერებით მე
8