ცხოვრება, რომელიც ფეხსაცმელზე მეტი არ ღირს

11
ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელი დარწმუნდება, რომ სამყაროს ნამდვილად რაღაც ჭირს – ის ავადმყოფურია, ქაოტურია. 12 წლის ზეინიც ხვდება ამას. აანალიზებს, რომ მას არ აურჩევია კაპერნაუმში დაბადება: არც მას, არც ერთი წლის ეთიოპელ ბიჭს, არც სხვა ქუჩაში მოხეტიალე ბავშვებს, არც ჯერ კიდევ დედის მუცელში მობინადრე პატარებს. ამიტომაც უნდა ასე ძალიან, რომ, როგორც თვითონ ამბობს, “არ გააჩინონ შვილები დიდებმა, თუ არ შეუძლიათ მოიქცნენ ზრდასრულებივით”.მიუხედავად ფილმის სიმძიმისა, ის ღიმილის კადრით იხურება. თუმცა დასასრულს მაინც ვერ ვუწოდებთ იმედის მომცემს, რადგან ცხადი ხდება, რომ ეს პერსონაჟები ძალიან გრძელი ჯაჭვის მხოლოდ პატარა რგოლები არიან; რომ შეიძლება, მათთვის იცვლება რაღაც უკეთესობისკენ, მაგრამ სხვები, თან ძალიან ბევრნი, კაპერნაუმში რჩებიან და აგრძელებენ ციკლს – დაცარიელებულ გასართობ პარკში ბორბლის ატრაქციონის ციკლს, რომელიც სულ წრეზე ტრიალებს, რამდენიმე წამით აღწევს უმაღლეს წერტილს, – ცას უახლოვდება, და მერე წამებში ქვემოთ ეშვება.
11