მიტოვებულ მორგში მცხოვრებმა დევნილმა ჯეკპოტი მოიგო

ByLotto.ge29 Apr, 2021
🔴 45 წლის რაულ ზარქუა აფხაზეთიდან დევნილია, სამ შვილს მარტო ზრდის და ზუგდიდის საავდმყოფოს ეზოში, მიტოვებული მორგის შენობაში, რამდენიმე დევნილ ოჯახთან ერთად არის შესახლებული. 🔴 რაული უმუშევარია, ის შვილებს მხოლოდ სოციალური დახმარებით და დროებითი სამუშაოებიდან შემოსული თანხით არჩენს. გაჭირვების და მძიმე ცხოვრების მიუხედავად, რაულ ზარქუა ლატარიას ყოველთვის თამაშობს. 👉 ,,5/35 - ოქროს ბურთს, რაც ეს თამაში დაარსდა, სამი წლის მანძილზე სისტემატურად ვთამაშობ, ყოველთვის მქონდა მოგების იმედი, მაგრამ ჯეკპოტს თუ მოვიგებდი ნამდვილად არ მეგონა’’ - გახარებული გვიყვება საკუთარი მოგების ისტორიას ბატონი რაული. 📣 ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ რაულ ზარქუამ ჯეკპოტი 19 აპრილს მოიგო, იმ დღეს საქარველოს ლატარიის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, ჯეკპოტი - 56 364 ლარი ორმა მოგებულმა გაინაწილა, რის გამოც თითოეულს 28 182 ლარის მოგება შეხვდა. 😍 მოგებული კომბინაცია, რომელმაც ორ ოჯახს საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა შემდეგია: 4, 2, 34, 8, 29. 👉 ,,გათამაშებას მე და ჩემი შვილები ვუყურებდით, ჯერ ერთი რიცხვი დაემთხვა, მერე მეორე და ასე ხუთამდე, ოქროს ბურთიც რომ ჩამოვარდა, სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი, მივხვდი რომ ჯეკპოტი მოვიგე, ჩემს გარდა სხვასაც დაუწერია იგივე რიცხვები და ამიტომ თანხის ნახევარი შემხვდა, მაგრამ ამაზეც დიდი მადლობა უფალს და რა თქმა უნდა, საქართველოს ლატარიის კომპანიას, მოგებული თანხით ოჯახს შევავსებ, სარეცხ მანქანას და სხვა საჭირო ნივთებს შევიძენ და რაიმე პატარა ბიზნეს დავიწყებ, სტაბილური შემოსავალი რომ მქონდეს’’. 🤩 ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს რაულ ზარქუას მოგებას და წარმატებებს უსურვებს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ყოველდღიური ლოტო ,,5/35-ოქროს ბურთის’’ გათამაშება იმართება ყოველდღე, ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში, 19:45 საათზე. იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას 😍 #დაუჯერენიშნებს #იარემოგებით #მოგებაშეუძლიაყველას #გამდიდრდი #Lotto #იმედი
ByLotto.ge29 Apr, 2021