10 ნოემბრის კალენდარი.

11
🌓მთვარის მეთვრამეტე დღე, მესამე ფაზა, გრიგორიანული კალენდარის 314-ე დღე🌓 წლის დასრულებამდე დარჩა 51-დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ 10 ნოემბერს:

10 ნო­ემ­ბერს და­ბად­ბე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ბუ­ნე­ბით დინ­ჯი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა საკ­მა­ოდ ნელა, მაგ­რამ პროგ­რე­სუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც მენ­ტა­ლუ­რი ისე ფი­ზი­კუ­რი (ჯან­მრთე­ლო­ბის) კუ­თხით, ამი­ტომ ამ ხალ­ხს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა სწო­რი კვე­ბა და ცხოვ­რე­ბის სწო­რი გრა­ფი­კი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­მო­მავ­ლოდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ ცხოვ­რე­ბა­ში.

ვინ დაიბადა:

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე.
ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმინდა დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს.  
წმიდა დიმიტრი როსტოველი (ერისკაცობაში - დანიელ ტუპტალო) 1651 წელს დაიბადა დაბა მაკაროვოში, კიევის მახლობლად, კეთილმსახური კაზაკის ოჯახში. 1662 წელს წმიდანი კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიაბარეს. პირველად სწორედ აქ გამოვლინდა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი: დანიელმა საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები და რიგი კლასიკური მეცნიერებებისა. 1668 წლის 9 ივლისს ნეტარი ბერად აღიკვეცა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს. 1675 წლის გაზაფხულამდე იგი კიევის წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. 1675 წლის 23 მაისს ჩერნიგოველმა მთავარეპისკოპოსმა ლაზარემ დიმიტრი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. რამდენიმე წლის მანძილზე ნეტარი მამა უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსიის სხვადასხვა ტაძრებსა და მონასტრებში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
1684 წელს კიევო-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბარლაამმა, რომელიც კარგად იცნობდა თავისი ყოფილი მოწაფის განსწავლულობის, სამეცნიერო მუშაობისაკენ მიდრეკილებისა და ლიტერატურული ნიჭის შესახებ, მღვდელ-მონაზონ დიმიტრის დაავალა წმიდანთა ცხოვრების მთელი წლის საკითხავების შედგენა. ამ დროიდან მოყოლებული, წმიდა მამის მთელი ცხოვრება ამ გრანდიოზული მოცულობის სამუშაოს შესრულებას მიეძღვნა. მუშაობა ძალების საოცარ დაძაბვას ითხოვდა. საჭირო იყო მრავალი სხვადასხვა წყაროს შეკრება, შეჯერება და სათქმელის გადმოცემა ისეთი ენით, რომელიც გადმოსაცემი საგნის ღირსების შესაფერიც იქნებოდა და მორწმუნეთათვის მისაწვდომიც. ღვთის მადლი შეეწეოდა ნეტარს მუშაობის მთელი ოცი წლის მანძილზე. ამ ხანებში დიმიტრი მონაცვლეობით რამდენიმე მონასტრის წინამძღვარიც იყო.
მოსაგრის ღვაწლმა პატრიარქ ადრიანეს ყურადღება მიიპყრო. 1701 წელს პეტრე I-ის ბრძანებით დიმიტრი მოსკოვში გამოიძახეს, სადაც 23 მარტს კრემლის მიძინების ტაძარში ციმბირის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი და ქალაქ ტობოლსკში გაგზავნეს. მცირე ხანში მისი სამეცნიერო ღვაწლის მნიშვნელობისა და ჯანის სისუსტის გამო წმიდა მღვდელმთავარი როსტოვ-იაროსლავის კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც 1702 წლის 1 მარტს ჩავიდა როსტოვის მიტროპოლიტის ხარისხით. აქ ნეტარი ფრიად დაშვრა საეკლესიო ღვთისმსახურების გასამართავად და სტაროობრიადული რასკოლის სამხილებლად, ზრუნავდა ღვთისმსახურთა განსანათლებლად, დააარსა სასწავლებელი მღვდელმსახურთა შვილებისათვის. წმიდა დიმიტრის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. იგი ბევრს ლოცულობდა და ყველას ურჩევდა, მუდამ ხსომებოდათ სიკვდილის დღე და საათის ყოველი ზარის ჩამოკვრაზე ლოცვები აღევლინათ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. მღვდელმთავარს ყველასთვის ღია ჰქონდა სახლის კარები, ყველას ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა. უსაზღვრო იყო მისი გულმოწყალება გლახაკების, ქვრივებისა და ობლების მიმართ: იგი მთხოვნელებს არასოდეს ისტუმრებდა უარით, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს. 1752 წლის 21 სექტემბერს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
წმიდა მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს - პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა.
პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ამის შემდეგ წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობრძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს, მაგრამ მტარვალმა სასწაული ვერ გულისხმა-ყო, განაგრძო მოწამის ტანჯვა და ბოლოს მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა.

დღის საკითხავი:

“უნდა დავიტანჯოთ ისახარ, ძალიან უნდა დავიტანჯოთ. ბედნიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, იქნებ მე და შენ ხელიც ჩაგვექნია და გვეთქვა: რაღა ჩვენ, სხვამ იფიქროს და იმტვრიოს თავი! მაგრამ ვაი რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ თუ არ ვიფიქრეთ და ყველამ თუ არ ვიზრუნეთ, მუდამ ბნელ ხაროში ვისხდებით და მზის სინათლეზე ვერასოდეს ამოვალთ.
 ჯემალ ქარჩხაძე
მშვიდობიან დღეს გისურვებთ❤️💖🙏
11