ენგურის ხიდი დროებით გაიხსნა

0
ენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნა. დღეიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება ნებადართულია იმ პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. აფხაზეთში მიმავალი ყველა პირი სპეციალურ სამედიცინო-სანიტარულ კონტროლს გადის, თუმცა მოქალაქეების თქმით, მათ კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური, ან სხვა სახის სამედიცინო საბუთი არ გაუკეთებიათ და ისე მიემგზავრებიან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვები პუნქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით 14 მარტს ჩაკეტა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან, ორი დღით ცალმხრივად ისევ გახსნა. აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია.
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ენგური
#sokhumidaily
0