ჯანსაღი კვება – ოქროს წესი ზედმეტი წონის მოსაშორებლად

0
ჯანსაღი კვება არამხოლოდ წონის გაკონტროლებისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტული პროდუქტები დღის რომელ მონაკვეთში მივირთვათ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა გვინდა, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს. ჯანსაღი კვება არის ყველაზე ეფექტური გზა წონაში დასაკლებად ისე, რომ შიმშილის გრძნობა არანაირად არ გაწუხებს. სწორი და ჯანსაღი კვების მიმდევრობა მაინც შეიძლება იყოს საკმაოდ მარტივი და პირდაპირი. კვების რაციონი რომელიც შედგება ძირითადად სახამებლიანი საკვებით, უხვად მოიცავს ხილსა და ბოსტნეულს, ზომიერად ცილით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ხორცი, თევზი და პარკოვანი კულტურები, რძეს და ზოგიერთ რძის პროდუქტს და მცირე რაოდენობით ცხიმებს, მარილსა და შაქარს, მოგცემთ ყველა საჭირო მინერალს და საკვებ ნივთიერებას რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.ენდოკრილოგები ამბობენ, რომ სასურველია: ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ; საკვები დღეში 4-ჯერ და საათობრივად მივიღოთ; შუალედები ყოველი ულუფის მიღებას შორის 3-დან 3, 5 საათამდე უნდა იყოს; უმჯობესია, კვების დროს დავნაყდეთ, ვიდრე შუალედებში წავიხემსოთ საუზმეზე რა პროდუქტებს მიიღებთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ უმჯობესია, შედარებით მსუბუქად და კალორიულად მიირთვათ. ენდოკრინოლოგი არ გირჩევთ, დილით შემწვარი, ცხიმებით დატვირთული პროდუქტები ან მაიონეზი მიიღოთ. ენდოკრინოლოგი გირჩევთ, დილით სასურველია ბურღულეულის, წიწიბურას, მოხარშული კვერცხის, რძის პროდუქტების, ბუტერბროდის მიღება კარაქითა და ყველით, ან ცოტა თაფლით. უპირატესობა მიანიჭეთ მარტივად მოსამზადებელ კერძებს რადგან ვთანხმდებით იმაზე, რომ არ გვსურს, ჩვენი თავისუფალი დროის სამზარეულოში გატარება, ამიტომ უმჯობესია მარტივი მეთოდებით ვიხემძღვანელოთ. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივაა ქოთანში მომზადებული საკვები, რაც საშუალებას მოგცემთ კერძი მეორე დღისთვსაც შევინახოთ. ქოთანში მომზადებული, ყველაზე გავრცელებული კერძი, მზადდება ბოსტნეულითა და სანელებლებით, რომლებიც თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მაგალთად, როგორიცაა ლობიო ქოთანში. ბოსტნეული ისეთ ცილებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში არა ერთი საჭირო ვიტამინით ამარაგებს. მსგავსად მომზადებული კერძი დაუჯერებელ შედეგს მოგცემთ და ის ფაქტი, რომ დღეებს ფიტნეს ცენტრში არ ატარებთ ყველასთვის დაუჯერებელი და რთულად წარმოსადგეი იქნება. აქციეთ თქვენი კვება მხიარულებად მოდი ვაღიაროთ, რომ განწყობა ყველა საქმეში მნიშვნელოვანია და ამ კუთხით არც საკვების მომზადებაა გამონაკლისი. თუ ჩვენი კერძი მხოლოდ სალათის ფურცლებისა და პომიდორისგან შედგება, რა თქმა უნდა, ეს მოსაწყენია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ცოტა ნუშს, წიწაკას ან რამდენიმე სახის სხვა ჯანსაღ პროდუქტსაც დავუმატებთ, იმის განცდაც კი გაგვიჩნდება, რომ ხელოვნების ნიმუში შევქმენით. აქციოთ კვება მხიარულებად, დაგეხმარებათ, დაემშვიდობოთ არასასურველ კილოგრამებს ისე, არ გაგიჩნდეთ გაცდა იმისა, რომ საკუთარ თავს რამე აუკრძალეთ. დაამატეთ ხილი ან ბოსტნეული თქვენი კვების რაციონს. ალბათ გსმენიათ, რომ აუცილებელია დღეში ცხრა განსხვავებული პროდუქტით კვება. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივად ჟღერს, ვიდრე ამ ყველაფრის რეალობად ქცევაა. სწორედ ამიტომ, გეტყვით, რომ მინიმუმ ერთი ხილისა ან ბოსტნეული დამატება თქვენი კვების რაციონში, საუკეთესო შედეგს მოგცემთ. სცადეთ საუზმეზე მიირთვათ ხილი, ხოლო ბოსტნეული ლანჩსა და ვახშამზე. ამ ყველაფრის გათვალისწინება, დაგეხმარებათ, მინიმალურ დროში მიიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინები. ავტორი: Prime Time
0