„ის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი და ყალბი რეფორმატორია“ – თინა კანდელაკი სააკაშვილზე

0
„როგორც ჩვენთან საქართველოში ამბობენ, ის არის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი, ყალბი რეფორმატორი, ყალბი პოლიტიკოსი, ყალბი ქართველი და ეხლა უკვე ყალბი უკრაინელიც“, – ამბობს რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი უკრაინელ ჟურნალისტსთან, დიმიტრი გორდონთან საუბრისას. „ის არის აბსოლუტური სიყალბე წარმოქმნილი სიყალბისაგან. აი კორონავირუსი, ეს ვირუსია, ხოლო სააკაშვილი, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვირუსია. ერთხელ, რომელიღაცა პოლონელმა მინისტრმა, არ მახსოვს მისი სახელი… მოგეხსენება პოლონეთს რუსეთთან არც თუ ისე დიდი მეგობრობა აკავშირებს… მან სააკაშვილზე ასე თქვა, რომ 400 სატანკო დივიზიაც რომ მყავდეს, რუსეთთან ომს ვერც კი გავიფიქრებდი. სააკაშვილმა კი გადაწყვიტა. ეს მე პირველწყაროებიდან ვიცი“, – ამბობს თინა კანდელაკი. მისი თქმით, სააკაშვილს მისთვის პირადად აქვს ნათქვამი, თუ როგორ აპირებდა რუსეთთან ომის წამოწყებას. „ეს მან პირადად მითხრა. ჩვენ შევხვდით ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციაში და მან მიჩვენა მთელი გზა, რომლითაც აპირებდა რუსეთთან ომის დაწყებას, თან თვალებში მიყურებდა. ეს რუსეთში ყველამ იცის, მე არაერთხელ მომიყოლია ამის შესახებ. მე ამ ბოდვების ცოცხალი მოწმე ვარ… ჩვენთან სვეტიცხოველია, სადაც დასაფლავებულნი არიან ის ქართველები, ვინც საქართველოს მოუტანა დიდება, გამარჯვება, აღმასვლა… და იქ ხალხი დადის. ანუ ქართველისთვის დიდი პატივისცემაა, როდესაც მის საფლავზე ცოცხალი ადამიანები დადიან. ზუსტად მაშინ თვალებში ვუყურებდი და ვუთხარი, რომ იმედია, შენ რომ მოკვდები შენი ფერფლიც კი არ იარსებებს, რომ ცოცხალმა ადამიანმა შენს საფლავზე ფეხი არ დაადგას. მე მას ვერ ვიტან და ძალიან განვიცდი უკრაინის ამბებს, რომ თქვენ დიდ შეცდომას იმეორებთ. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ეს როგორ გამოგივიდათ. თქვენ ხომ მშვენიერი მაგალითი გაქვთ, თუ რა მოხდა საქართველოში. რატომ გგონიაათ, რომ ეს ყველაფერი თქვენთანაც არ განმეორდება? ვალების, შეცდომების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, მაგ ადამიანს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია“, – ამბობს კანდელაკი.
0