15 ფაქტი მერილინ მონროს შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით

0

მერილინ მონრო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალია, რომელიც ჰოლივუდის კინოსამყაროს საკულტო სახედ ითვლება. მერილინ მონრო მილიონობით ადამიანისთვის ნამდვილი ლეგენდაა, რომლის ცხოვრების გარშემოც დღემდე მრავალი მისტიკური მითი არსებობს.

1. მერილინ მონრო 1926 წელს დაიბადა და ადრეული წლების დიდი ნაწილი ბავშვთა სახლში გაატარა

2. პირველად 16 წლის ასაკში იქორწინა, რათა ბავშვთა სახლში კვლავ დაბრუნება აერიდებინა თავიდან

3. დედამისმა მრავალი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა და მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშიც ის იყო, რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა

4. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ნორმა ჯინ მორტენსონია, მერილინ მონრო კი კინოსტუდიის მოთხოვნით დაირქვა, როცა 20 წლის იყო. მას შემდეგ ის საკუთარ თავს ხშირად მესამე პირში მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ "მერილინიც" ერთგვარი პერსონაჟი იყო, რომლის როლსაც ასრულებდა

5. მას მოზარდობისას მეტყველების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ექიმმა ურჩია, რომ ჩურჩულით ესაუბრა, რაც შემდეგ მისი სავიზიტო ბარათი გახდა

6. Bus Stop-ის მსახიობის დონ მიურეის თქმით, მერილინ მონრო გადაღებებზე იმდენად ნერვიულობდა ხოლმე, რომ სახეზე მოულოდნელად გამონაყარი უჩნდებოდა, რის გამოც გრიმიორს მუდმივად უწევდა მაკიაჟით მათი დაფარვა 7. მერილინი ელა ფიცჯერალდის დიდი ფანი იყო. ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მან ერთ-ერთი დიდი კლუბის მეპატრონე დაარწმუნა, რათა ფიცჯერალდისთვის სცენა დაეთმოთ, რითიც ამ ჯაზმუსიკოსს შესაძლებლობა ექნებოდა, რომ გაცილებით მეტი მსმენელი შეეძინა 8. მისი ერთ-ერთი მეგობრის, შელი უინტერსის თქმით, ალბერტ აინშტაინი ერთ-ერთი ის კაცი იყო, რომელთანაც მერილინ მონროს "გართობისთვის" სურდა სექსი

9. მსახიობის მომავალ ქმარს, სცენარისტ არტურ მილერს კომუნისტებთან კავშირში ადნაშაულებდნენ, თუმცა მონრომ თავისი კარიერა გარისკა და საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭირა ბოლომდე, რითიც მილერი ციხეს გადაარჩინა

10. არტურ მილერთან ქორწინებისას მან იუდაიზმი მიიღო

11. ფრენკ სინატრამ მას ძაღლი აჩუქა, რომელსაც მონრომ მაფია დაარქვა

12. არტურ მილერთან გაშორების შემდეგ მერილინ მონრო ფსიქიატრის მეთვალყურეობით ინსომნიასა და შფოთვას ებრძოდა

13. გარდაცვალებამდე ქონების 25% ანდერძით თავის ფსიქიატრს, მერილინ კრისს დაუტოვა, რათა თავისი სამედიცინო საქმის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა 14. როცა მერილინ მონრო გარდაიცვალა, მისი სახლის ბიბლიოთეკაში ოთხასამდე წიგნი იყო, მათ შორის ჯეიმს ჯოისის ულისე და ფიოდორ დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი

15. მერილინ მონროს საფლავზე მის მეორე ქმარს, ჯო დიმაჯოს 20 წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ ვარდები მიჰქონდა. მანვე დაგეგმა მსახიობის გასვენების ცერემონია, სადაც არ დაუშვა მონროს პროდიუსერები და სხვა ხელმძღვანელები, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ მათ მიიყვანეს მერილინი ამ მდგომარეობამდე

#მერლინმონრო
#ფაქტები #მსახიობი #მსახიობიქალი
#ისრაცუნდავიცოდეთ
#კინო
#კინოინდუსტრია
Tbilisi
#ხელოვნება
0