ვინ იყო კაცი რკინის ნიღაბში ? მე-17 საუკუნის ფრანგი პატიმარი

0
ლუი XIV-ის მეფობის ხანაში, იდუმალი კაცი დატყვევებული ჰყავდათ სახელგანთქმულ ბასტილიის ციხეში და სხვა ფრანგულ საპატიმროებშიც: კაცი რკინის ნიღაბში. ის მე-17 საუკუნის დასასრულიდან, მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ტყვეობაში იყო, ამოუცნობი პატიმარი დღემდე ფოკუსირებს საფრანგეთის პოლიტიკური ინტრიგების ისტორიებში, საშინელ ღალატში და ისტორიულ გამოცანებში.

ვინ იყო კაცი რკინის ნიღაბში ?

თეორიები საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც დამაჯერებლები, ასევე არაბუნებრივები. ისტორიკოსებს ძირითადად ორი ეჭვმიტანილი ჰყავთ: ერკოლ მატიოლე და იუსტაჩ დოგერი. პირველი იტალიელი გრაფი იყო, რომელმაც ლუი მე-14 პოლიტიკურ საკითხში უღალატა 1670-იან წლებში. მისი გვარი მსგავსია ზედმეტსახელისა, რომლითაც უცნობ პატიმარს მოიხსენიებდნენ ხოლმე “მარჩიოლი”. ამასთანავე, ლუი XIV-ის შთამომავლები, ლუი XV და ლუი XVI, ორივე ამტკიცებდა, რომ ცნობილი პატიმარი იტალიელი დიდგვაროვანი იყო. თუმცა, მატიოლა გარდაიცვალა 1694 წელს, რაც წლებით ცდება იდუმალი პატიმრის გარდაცვალების თარიღს. რის გამოც, ექსპერტები უფრო მეორე ვარიანტისკენ იხრებიან. გავრცელებული ინფორმაციით დოგერი ლაქია იყო, რომელიც გაუგებარი მიზეზებით დაპატიმრეს 1669 წელს. ზოგიერთის აზრით ლაქია როგორღაც ჩართული იყო პოლიტიკურ სკანდალში, ზოგი კი ფიქრობს, რომ სულაც არ იყო მსახური. მის სახეს ასევე გვიხატავენ, როგორც თავაშვებულ დიდგვაროვანს ან შეუმდგარ ასასინს. მისი საქმიანობისდა მიუხედავად, დოგერმა რამდენიმე საპატიმროში გაატარა წლები. და ერთ-ერთი საპატიმროდან გადაყვანის დროს ის დახურული სკამით მგზავრობდა და გამვლელები ვერ ხედავდნენ მის სახეს. და როცა პირველად დააპატიმრეს, ზედამხედველები გააფრთხილეს “დასაჯეთ სიკვდილით, თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვის, გარდა თავისი საჭიროებებისა.” დიდი მოაზროვნე ვოლტერი განსვავებულ თეორიას გვთავაზობს – პატიმარი შესაძლოა ლუი XIV-ის ძმა ყოფილიყო. ვოლტერი ასევე ამბობს, რომ მისი ნიღაბი იყო რკინის და აღწერს: “ნიღბის ნიკაპი ფოლადისგან იყო დამზადებული, რაც საშუალებას ქმნიდა, მოხსნის გარეშე ეჭამა პატიმარს.” ამავდროულად, ჰოლანდიელები, რომლებსაც ფრანგებთან 9 წლიანი ომი ჰქონდათ, ხალხში განხეთქილების ჩამოგდებას ჭორის გავრცელებით ცდილობდნენ. ჭორის მიხედვით იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის ნამდვილი მამა იყო. ჭორი სათავეს იღებდა ფაქტიდან, რომ ლუი XIV მშობლების ქორწინების გვიან ეტაპზე დაიბადა. ზოგიერთისთვის ეს ჭორი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეფიქრა, მეფის დედამ საყვარელი გაიჩინა, რათა სამეფო ტახტს მემკვიდრე ჰყოლოდაო. თეორიას ეფექტს უორმაგებდა ლუი XIV-ის რეპუტაციაშელახული დედა, რომელიც შვილს უკანონო შვილს უწოდებდა და არალეგიტიმურ მმართველად მოიხსენიებდა. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის უკანონო შვილი ლუი დე ბურბონი იყო. მაშინ როცა, ეს თეორიები გვეუბნებიან, თუ რატომ არ სურდა მეფეს იდუმალი პატიმრის ვინაობის გამჟღავნება, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც რომელიმეს რეალურობაში დაგვარწმუნებს. სამუდამო საიდუმლოება 300 წლის გასვლის შემდეგაც, იდუმალი პატიმრის ვინაობა გაურკვეველია. ფაქტი შთაგონების წყაროდ იქცა მწერლებისთვის, მსახიობებისთვის და სხვა ხელოვანებისთვის, რათა საკუთარი თეორიის ილუსტირება მოეხდინათ. მე-19 საუკუნის ფრანგმა ნოველისტმა ალექსანდრე დიუმამ საიდუმლოება თავის ნოველებში ჩართო. დიუმას თეორიით იდუმალი პატიმარი ლუი XIV-ის ტყუპი ძმა ფილიპე იყო, დაპატიმრებული სამეფო ტახტისთვის შემცილებლის თავიდან მოსაშორებლად. იმის მიუხედავად, რომ დიუმას ამბავი მხოლოდ ერთ თეორიას ეფუძნებოდა, სხვა ნაწარმოებების შთამაგონებლადაც მოგვევლინა – კაცი რკინის ნიღაბში, 1998 წლის ფილმია, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. ფილმის ვერსიით ლუი XIV ნაძირალაა, რომელიც მხოლოდ ფულით და ქალებთან ნებივრობითაა გართული, მაშინ როცა მისი ქვეყანა იტანჯება. და ფილმის მიხედვით, სამეფო კარია სრულად პასუხისმგებელი რკინის ნიღბიანი კაცის პატიმრობაზე. საბოლოო ჯამში, იდუმალება იდუმალებად რჩება, რომელიც იწვევს მრავალთა ინტერესს და ხელოვნებაში ასახვას.
0