COVID 19 და მსოფლიო - 9,4 მილიონი ინფიცირებული და 480 000 გარდაცვლილი

0
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 9, 264, 569-ს შეადგენს. COVID-19-ს 480 000 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ინფექციის 3 ასიმპტომური მატარებელი გამოვლინდა. COVID-19-ის 83 430 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4 634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 78 413 პაციენტი. ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 145 906 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 52 645 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 39 436 შემთხვევა დაფიქსირდა. გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 191 449-მდე გაიზარდა, 8 914 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 587 შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში ახალი კორონავირუსის 15, 9 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 456 183 ადამიანს დაუდასტურდა. 14 476 პაციენტი გარდაიცვალა, 258 684 გამოჯანმრთელდა. უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 39 014-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1051 პაციენტი ემსხვერპლა. 17 409 პირი გამოჯანმრთელდა. მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში მსხვერპლთა რიცხვმა 23 377 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსი 6 288 ადამიანს დაუდასტურდა. სულ COVID-19-ის 191 410 შემთხვევაა რეგისტრირებული. სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 711 ადამიანი დაინფიცირდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 21 717-ს მიაღწია. კორონავირუსით სულ 386 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 14 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 130 ინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ აღრიცხავს. 10 797 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 7 176 ადამიანი დაინფიცირდა და 606 881-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 154 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 8 513-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 368 822 ადამიანი.
0