ზუგდიდში, 70 წლის მამაკაცს განმეორებითი კვლევისას COVID 19 ისევ დაუდასტურდა.

0
რუხის კლინიკაში რჩება პაციენტი, რომელსაც რუსეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. 70 წლის მამაკაცი, რომელმაც რუსეთიდან ძმის ცხედარი ჩამოასვენა COVID დადებითი ისევ დაუდასტურდა. რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტი რჩება, რომელთაგან ორი კორონავირუსით ინფიცირებულია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, 70 წლის მამაკაცს განმეორებითი PCR კვლევა რამდენიმე დღეში ისევ ჩაუტარდება. „რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე რვა ადამიანი გაიტესტა. მათ შორის იყო ექვსი პაციენტი და ორი საავადმყოფოს მედპერსონალი. პაციენტებიდან ერთი იყო 70 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცი. მისი პასუხი კვლავ დადებითია. მამაკაცს რუსეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.” - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
0