პატიმრების ამჟამინდელი მდგომარეობა ციხეში

0
საქართველოში პატიმრები ოდითგანვე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, რასაც 2012 წელს გავრცელებული კადრებიც ადასტურებს, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად არ გამოსწორებულა. ისევ მიმდინარეობს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა როგორ ციხის "ბადრაგების" ასევე მასში მყოფი "ავტორიტეტების" მხრიდან. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შესაბამის ყურადღებას არც ექიმები იჩენენ პატიმრების მიმართ. სტატია მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, შესაბამისად მასში ასახული ფაქტები დადასტურებული და ვალიდურია, ახლა კი განვიხილოთ თითოეული ცალცალკე. ციხის თანამშრომლების მხრიდან ხშირია პატიმრებზე როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. ხშირად ფიქსირდებეა "ხელის წამორტყმა" , მკერდში დარტყმა. დაკვირვების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ რამოდენიმე პატიმარი სპეციალურად ჰყავთ "დაგეშილი" იმისათვის, რომ სხვებს ფიზიკურად გაუსწორდეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, პატიმრების მიმართ ხშირად გამოიყენებენ შემდეგ ფრაზებს "ჩაიკმინდე ხმა", "შეათრიე საკანებში" და "შედენე საკნებში", ამას გარდა, არსებობს სხვა სპეციფიკური ტერმინები, ასევე საგანგაშოა უსაფრთხოების მიზნით პატიმრების დეესკალაციის ოთახში გამოკეტვა, რაც არაერთხელ აღინიშნა და დადასტურდა, რომ ცუდი პრაქტიკაა, თუმცა მას დღემდე ხმარობენ, ხოლო ამ ოთახებში პატიმრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ეს პატიმრების "დასჯის" ერთგვარი მეთოდია. ციხეში ხშირია პატიმართა შორის ფიზიკური ძალადობაც, რომლის მიზეზი შეიძლება გახდეს პირადი, მაგალითად სხვისი ნომრის, სიგარეტის ან საკვების გამოყენება. პატიმრების ცნობით, თუ თანამშრომელი უშუალოდ არ შეესწრო ამ ამბავს, მაშინ იგი ვერ იგებს მის შესახებ, რაც ხელს უწყობს შიდაფიზიკური დაპირისპირებების გაღვივებას, რასაც საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს. ამ დროს იქმნება იერარქიები "სწორმართალთა" შორის. გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებები ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით ხასიათდება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა საკმაოდ მძლავრია. "ძველების" მიერ რეპრესიების შიშით, პატიმრები იძულებულნი არიან დაიცვანი არაფორმალური წესები, რაც მათთვის მიუღებელი ხდება და იწვევს ადამანის ღირსების, სტატუსისა და პატივისცემის დაკარგვას. რაც შეეხება დახურული ტიპის დაწესებულებებს, იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი პატიმარი ცდილობს "დააყურადოს" ციხე, გახდეს ერთგვარი "მაყურებელი", ასეთ ციხეებში განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება შიდაიერარქიები, ძალადობა და ა.შ. აქ ყველაზე საინტერესოა თვითონ ექიმების როლი, რომლებიც დაზარალებული პაციენტების შესახებ ინფორმაციის დოკუმენტაციას არ ახდენენ, როგორც ამას სამხარაულის ბიურო და საქართველოს პარლამენტი ითხოვს. არ ხდება შესაბამისად მათი ჰოსპიტალიზაცია, ამიტომ სრული ინფორმაცია ციხეში არსებულ დაზარალებულთა შესახებ არ მოიპოვება, რაც საგანგაშოა. პირველად საქართველოში 2012 წლის "ციხის კადრებმა" აღძრეს ემოციური დამოკიდებულება ციხეებსა და საკნებში მყოფი პატიმრების შესახებ, საზოგადოება მიხვდა, რომ ციხეში ადამიანებზე უდიდესი ფსიქოლოგიურ/ფიზიკური ძალადობა მიმდინარეობს. ამ კუთხით თითქოს გვაქვს გარკვეული წინსვლა, თუმცა სანამ ციხეში ისევ იქნებიან იქამდე არსებული მოძალადეები, იარსებებს შიდა დაპირისპირება, ქაოსი და ძალადობა, რაც ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას მთლიანად ანგრევს და ანადგურებს.
0